Thumbnail

Amazon-ის ხარვეზის გამო კამერის $13000-იანი ლინზა 94 დოლარად გაიყიდა

  • Prime Day-ზე ძვირადღირებული ტექნიკა 94 დოლარად გაიყიდა
  • Amazon-ი კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს

Amazon-ზე Prime Day-ს აქციის ფარგლებში 13000 დოლარის ღირებულების კამერის ლინზა 94 დოლარად გაიყიდა. ინფორმაცია საიტზე ფასებთან დაკავშირებული ხარვეზის შესახებ პლატფორმა Slickdeals-ის ფორუმზე გავრცელდა. “13000 დოლარის ღირებულების კამერის ლინზა 94 დოლარად ვიყიდე. ფაქტობრივად 99.3 პროცენტიანი ფასდაკლებით ვისარგებლე. იმედია შეკვეთას არ გამიუქმებენ.” - წერს ფორუმზე მომხმარებელი.
 
როგორც მოგვიანებით აღმოჩნდა, შთამბეჭდავი ფასდაკლება სხვა კამერებსა და აქსესუარებზეც გავრცელდა, რომელთა ღირებულებამ ასევე 94 დოლარი შეადგინა. ფასდაკლებულ ნივთებს შორის მოხვდა Sony-ს 550 დოლარის ღირებულების a6000 mirrorless კამერა, 1,300 დოლარის ღირებულების კამერა Fujifilm X100F, 3000 დოლარიანი ტელესკოპი და სხვა არაერთი პროდუქტი. 

მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ გაყიდვების საიტებზე ხშირად ხვდებიან საეჭვო გამყიდველები, რომლებიც ყალბი პროდუქციის გასაყიდად ძვირადღირებული ბრენდების სახელებს იყენებენ, ამ შემთხვევაში პროდუქციის სანდოობა კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარა, რადგან ტექნიკა უშუალოს Amazon-ის მიერ იყო შემოთავაზებული.

კომპანია კომენტარს ამ დრომდე არ აკეთებს, თუმცა საიტზე გრანდიოზული ფასდაკლება ხელმისაწვდომი აღარ არის.
 

კომენტარები

ბოლო ამბები