Thumbnail

Tesla-ს ახალ სადგურს დღეში 1500 ელექტრომობილის დამუხტვა შეუძლია

  • ელექტრომობილის დასამუხტი ახალი თაობის სადგური ლას-ვეგასში გაიხსნა
  • სადგური ენერგიის ნაწილს მზის ბატარეებიდან იღებს

Tesla-ს ელექტრომობილის დასამუხტი პირველი სრულყოფილი სადგური Supercharger V3 ნევადის შტატის ქალაქ ლას-ვეგასში გაიხსნა. სადგური ენერგიის ნაწილს მზის ბატარეებიდან იღებს და სპეციალურ აკუმულატორებში ინახავს. Tesla-ს ჯერ კიდევ 2016 წელს ჰქონდა გეგმაში ისეთი სადგურის გახსნა, რომელიც მზის ენერგიას გამოიყენებდა და ამავე დროს ენერგიის შენახვასაც შეძლებდა. Supercharger V3 ორი სადგური მანამდე კალიფორნიის შტატის ორ ქალაქში ამოქმედდა, თუმცა ისინი მზის ენერგიას არ იყენებდნენ.

ახალ სადგურში ერთდროულად 24 ავტომობილის დამუხტვაა შესაძლებელი. ერთი დღის განმავლობაში Supercharger V3 1500 ელექტრომობილს დამუხტავს. ამ მაჩვენებლით Tesla-ს ახალი თაობის სადგური საგრძნობად უსწრებს სხვა დასამუხტ სადგურებს. შედარებისთვის, ლას ვეგასში ამ დრომდე მოქმედ სადგურებს თვეში მხოლოდ 6500-ჯერ დამუხტვის რესურსი აქვთ. 

Tesla უახლოეს პერიოდში ახალი თაობის სადგურების გახსნას შეერთებული შტატების სხვადასხვა ქალაქში გეგმავს. კომპანიაში აცხადებენ, რომ Supercharger V3 დამუხტვის დროს მნიშვნელოვნად შეამცირებს და ელექტრომობილით დიდ დისტანციაზე მგზავრობა ბევრად უფრო კომფორტულ გახდება. ელექტრომობილების დამუხტვის პრობლემის მოგვარებას ცდილობს ბრიტანეთის მთავრობაც. მისი ინიციატივით, დიდ ბრიტანეთში ყველა ახალ საცხოვრებელ კორპუსში ელოქტრომობილის დასამუხტი პუნქტი გაიხსნება.

კომენტარები

ბოლო ამბები