Thumbnail

ლონდონის მეტროს გვირაბებში 4G ინტერნეტი ჩაირთვება

  • 4G-ს სამომავლოდ 5G ქსელი ჩაანაცვლებს
  • ტექნიკური სამუშაოების გამო მეტროს მოძრაობა არ შეფერხდება

2020 წლის მარტიდან ლონდონის მეტროს გვირაბებში 4G ინტერნეტი ჩაირთვება. ლონდონის მერის, სადიკ ხანის თქმით, სამომავლოდ 4G ინტერნეტს 5G ქსელი ჩაანაცვლებს. “ამ ეტაპზე 4G, სამომავლოდ კი 5G ინტერნეტ კავშირით ლონდონის მცხოვრებლები და ქალაქის სტუმრები ინტერნეტით სარგებლობას მგზავრობის დროს, მეტროს გვირაბებშიც შეძლებენ.” - სადიკ ხანი

ლონდონის სატრანსპორტო კომპანიის თანახმად, ქსელის გასააქტიურებლად საჭირო მოწყობილობების ინსტალაცია არც ისე მარტივი პროცესია და ამისთვის ჯამში სულ მცირე 2000 კილომეტრი სიგრძის კაბელები დასჭირდებათ. ტექნიკური სამუშაოები მეტროს არასამუშაო საათებში ჩატარდება, რათა სატრანსპორტო სერვისი არ შეფერხდეს. 

ლონდონი არ არის პირველი ქალაქი, რომელიც მეტროს გვირაბებში ინტერნეტ ქსელს გაიყვანს - სერვისი უკვე ხელმისაწვდომია ტოკიოს და მოსკოვის მეტროს მგზავრებისთვის. ამ დრომდე ლონდონის მეტროში ინტერნეტით სარგებლობა მხოლოდ სადგურებში იყო შესაძლებელი. 

კომენტარები

ბოლო ამბები