Thumbnail

Toyota ტოკიოს ოლიმპიადისთვის ელექტრომობილს გამოუშვებს

  • ოლიმპიური თამაშების მონაწილეებს Toyota-ს ტრანსპორტი მოემსახურება
  • ელექტრომობილი სპორტსმენებს და ვიზიტორებს ოლიმპიურ ობიეტებზე გადაიყვანს

2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე იაპონიის დედაქალაქი ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლებს. ღონისძიების მონაწილეების და ვიზიტორების ტრანსპორტირებას ოლიმპიურ ობიექტებზე იაპონური ავტოგიგანტი Toyota უზრუნველყოფს. სწორედ ამ მიზნით კომპანია ახალ, ეკოლოგიურად სუფთა  ტრანსპორტს დაამზადებს. ღონისძიების დღეებში ტოკიოს ქუჩებში Toyota-ს  200 ელექტრო შატლი APM გამოჩნდება.

ელექტრომობილში მძღოლთან ერთად ხუთი ადამიანი განთავსდება. Toyota ახალი ტრანსპორტის ტექნიკური დეტალების შესახებ დეტალურ ინფორმაციას ჯერჯერობით არ ავრცელებს.  ცნობილია, რომ APM 19 კმ/სთ სიჩქარით გადადგილდება და დამუხტვის შემდეგ 100 კილომეტრის გავლას შეძლებს. ელექტრომობილის კონსტრუქცია შეზღუდული შესაძლებლობების პირების გადაყვანის საშუალებას იძლევა. 


ოლიმპიური თამაშებისთვის ემზადება საფრანგეთის დედაქალაქიც, სადაც უმნიშვნელოვანესი სპორტული ღონისძიება 2024 წლის ზაფხულში გაიმართება. ოლიმპიადის დროს ადგილობრივი ხელისუფლება ინოვაციური სატრანსპორტო საშუალების, მფრინავი ტაქსის სერვისის გამოყენებას აპირებს. საფრენი აპარატი  მგზავრებს შარლ დე გოლის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრში გადაიყვანს.

კომენტარები

ბოლო ამბები