Thumbnail

ელექტრომობილი, რომლის პარკირება შენობის კედელზე შეიძლება

  • ელექტრომობილი შენობის კედელზე სპეციალური მექანიზმით ადის
  • კონსტრუქტორები მიიჩნევენ, რომ ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობს პარკირების პრობლემის მოგვარებას

ესტონეთი ერთ-ერთი პირველია პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან, სადაც ელექტრომობილების გამოშვებას იწყებენ. თუმცა ელექტრომობილი, რომელიც კომპანია Nobe-მა დაამზადა იმდენად არასტანდარტულია, რომ ყურადღებას პირველ რიგში სხვა მახასიათებლებით იქცევს. Nobe 100-ს სამი საბურავი აქვს, ორი წინ და ერთი უკან. ელექტრომობილი ძალიან მსუბუქია და მხოლოდ 600 კილოგრამს იწონის. ავტომობილი რეტრო დიზაინშია შესრულებული. 

თუმცა ყველაზე უცნაური ისაა, რომ Nobe 100-ის პარკირება ვერტიკალურად არის შესაძლებელია. ამისათვის  სახლის გარე ფასადის კედელზე საჭიროა სპეციალური მექანიზმის დამონტაჟება. ესტონელი კონსტრუქტორები მიიჩნევენ, რომ უჩვეულო ინოვაცია ავტომობილის მფლობელს პარკირების პრობლემის მოგვარებაში დაეხმარება. 

მოდიფიკაციიდან გამომდინარე ელექტრომობილს დამუხტვის შემდეგ 210-დან 260 კილომეტრამდე მანძილის გავლა შეუძლია. ესტონური კომპანია  Nobe 100-ის სერიულად გამოშვებას 2021 წლიდან გეგმავს. მისი ღირებულება 29 ათასი დოლარია. 

კომენტარები

ბოლო ამბები