Thumbnail

ინდური კოსმოსური ხომალდი მთვარეზე დაეშვება 

  • ინდოეთი შეიძლება გახდეს მეოთხე ქვეყანა, რომელიც მთვარეზე კოსმოსური ხომალდის დაშვებას შეძლებს
  • კოსმოსური ხომალდი მთვარის სამხრეთ პოლუსთან უნდა დაეშვას 

22 ივლისს ინდოეთმა მთვარეზე კოსმოსური ხომალდი გააგზავნა, რომელიც კოსმოსში თვენახევრის განმავლობაში იმოგზაურებს, საბოლოოდ კი სექტემბერში მთვარის ზედაპირზე დაეშვება. მთვარის მისია Chandrayaan-2-ის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში ინდოეთი ამერიკის, ჩინეთისა და რუსეთის შემდეგ მეოთხე ქვეყანა გახდება, რომელმაც მთვარის ზედაპირზე კოსმოსური ხომალდის დაშვებას შეძლებს.

Chandrayaan-2-ს წინ კოსმოსური მისიის პირველი ეტაპი, Chandrayaan-1 უძღოდა, რომლის ფარგლებში მთვარეზე არაერთი აღმოჩენა გაკეთდა. მისიიამ მთვარის სამხრეთ პოლუსზე წყლის ყინულის არსებობაც დააფიქსირეს. ინდოეთის შემდგომი მიზანი მთვარის ზედაპირზე კოსმოსური ხომალდის წარმატებული დაშვება და 14 დღის განმავლობაში მისი სამუშაო მდგომარეობაში შენარჩუნებაა.

მკვლევარებს სურთ, მთვარის სამხრეთ პოლუსს კიდევ უფრო ახლოდან დააკვირდნენ და ზუსტად განსაზღვრონ მასზე არსებული ყინულის რაოდენობა, რადგან შესაძლოა სწორედ მთვარეზე წყლის საკმარისი მარაგის არსებობა გახდეს სამომავლო მისიების დაგეგმვის წინაპირობა. მკვლევარების თანახმად, მისიების ფარგლებში წყლის რესურსის ეფექტურად ათვისება და მისი დასალევად ან საწვავის სახით გამოყენება რეალისტურია. კოსმოსური აპარატი  მთვარეზე დაშვებიდან ორი კვირის განმავლობაში დაშვების წერტილის მიმდებარე ტერიტორიას სპეციალური ინსტრუმენტებით შეისწავლის.

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები