Thumbnail

Google-ის ხელოვნური ინტელექტი თვითგანახლებად რუკებს ქმნის

  • ხელოვნური ინტელექტი რუკებს ადამიანების ჩართულობის გარეშე აახლებს
  • სისტემა ინფორმაციას Google Street View-ის მანქანების მიერ გადაღებული ფოტოებიდან იღებს

იმ შემთხვევაში, თუ სმარტფონში Google Maps-ის აპლიკაციაში გამოსახულებას მიაახლოვებთ, კონკრეტული შენობების მოხაზულობა გამოჩნდება. Google-ის თანახმად, მის რუკას ეს ფუნქცია ხელოვნური ინტელექტის დამსახურებით აქვს. 

ხელოვნური ინტელექტის სისტემა Google Street View-ის მიერ გადაღებული ფოტოების და სატელიტური გამოსახულების საფუძველზე რუკას ავტომატურად, ადამიანების ჩარევის გარეშე აახლებს. ხელოვნური ინტელექტის მიერ განახლებულ მონაცემებს შორის გვხდება ქუჩების სახელწოდებები, სახლების ნომრები, სახლების ფორმა ზედხედით და ა.შ.

Google Maps-ის წარმომადგენლის, ენდრიუ ლუქინგბილის თქმით, 200 ქვეყნის რუკის მუდმივად განახლება სირთულეებთან არის დაკავშირებული, რის გამოც კომპანიამ ხელოვნური ინტელექტის სისტემა შექმნა, რომელიც რუკებს თავად განაახლებდა. “თუკი სადმე ახალი სახლი შენდება და მშენებლობას Google Street View-ის მანქანა ჩაუვლის, ახალი ობიექტის შესახებ ინფორმაცია Google Maps-ში ადამიანების ჩართულობის გარეშე აისახება. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენი რუკები თვითგანახლებადია.” - ენდრიუ ლუქინგბილი, Google Maps

აპლიკაციაში შენობების მოხაზულობა iOS 13-ის გამოსვლასთან ერთად Apple-ის რუკაზეც გამოჩნდება. კომპანიამ სიახლე გასულ თვეს, დეველოპერების საერთაშორისო კონფერენცია WWDC 2019-ზე დააანონსა. 

კომენტარები

ბოლო ამბები