Thumbnail

2020 წლის ოლიმპიური მედლები გადამუშავებული ტექნიკისგანაა დამზადებული

  • ოლიმპიური მედლები 100%-ით ეკოლოგიურია
  • მედლების დიზაინი ათლეტების ბრძოლისუნარიანობის სიმბოლოა

2020 წლის ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტმა ოლიმპიადის დაწყებამდე ზუსტად ერთი წლით ადრე ოლიმპიადის მედლების დიზაინები წარადგინა. 2020 წლის ოლიმპიური თამაშები იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში გაიმართება.

ტექნიკის ამ გზით გადამუშავება იაპონიაში მცხოვრები ადამიანების ჩართულობით გახდა შესაძლებელი - 2017 წელს დაწყებული ორწლიანი კამპანიის ფარგლებში მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, ოლიმპიური კომიტეტისთვის ძველი, გამოუსადეგარი ტექნიკა გადაეცათ, რათა მათი კვლავ გამოყენება გამხდარიყო შესაძლებელი.

“გადამუშავებული სმარტფონებისგან და სხვა წვრილი ელექტრო მოწყობილობებისგან შექმნილი მედლები 100%-ით ეკოლოგიურია. მათი შექმნა იაპონელი ხალხის გულუხვობის გარეშე შეუძლებელი იქნებოდა.” - ტოკიოს ოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტი

მედალის სამივე ვერსია - ოქრო, ვერცხლი და ბრინჯაო ერთი ზომისაა. ოქროს მედალი 6 გრამი ოქროს გამოყენებით, ვერცხლის ბაზაზეა შექმნილი, ვერცხლის მედალი მთლიანად ვერცხლისგან არის დამზადებული, ბრინჯაოს მედალის მასალას კი 95%-ით სპილენძი, 5%-ით კი თუთია შეადგენს. ოლიმპიური კომიტეტის თანახმად, მედლების დიზაინის კონცეფციაში ათლეტების ყოველდღიური, თავდადებული შრომა და ბრძოლისუნარიანობაა სიმბოლიზებული. 

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები