Thumbnail

Starship-ის პროტოტიპის გამოცდა წარმატებით დასრულდა

  • პროტოტიპი ჰაერში 20 მეტრის სიმაღლეზე ავიდა
  • Starhopper-ის ჰაერში გაშვების მცდელობა ერთი კვირით ადრე წარუმატებლად დასრულდა

Space X-ის რაკეტა Starship-ის მცირე ზომის პროტოტიპი Starhopper ჰაერში პირველად ავიდა. ხომალდმა მოკრძალებულ 20 მეტრის სიმაღლის ნიშნულს მიაღწია, თუმცა ამ ფაქტსაც დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ერთი კვირის წინ პროტოტიპის ჰაერში გაშვების მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ისევე, როგორც პირველი მცდელობისას ამჯერადაც ბოკა ჩიკას პოლიგონზე (ტეხასის შტატი) ხანძარი გაჩნდა, თუმცა თავად რაკეტა არ დაზიანებულა. 

ახალი ძრავით აღჭურვილმა Starhopper-მა ჰაერში სულ 15 წამი დაჰყო.  აღსანიშნავია, რომ რაკეტის გამოცდა რამდენჯერმე გადაიტანეს ძრავასთან დაკავშირებული ტექნიკური პრობლემების გამო. Starhopper-ზე Raptor-ის ერთი ძრავა არის დამონტაჟებული. მაშინ როდესაც გიგანტურ ხომალდ Starhip-ზე ორმოცი მსგავსი ძრავის დამონტაჟება იგეგმება. რაკეტის წარმატებულ სტარტს თავად Space X-ის დამფუძნებელი ილონ მასკი გამოეხმაურა და ტვიტერზე შესაბამისი ვიდეოც ატვირთა.

Starhopper-მა  უახლოეს რამდენიმე თვეში ფრენები ჯერ 500 მეტრის, შემდეგ კი 5 კილომეტრის სიმაღლეზე უნდა შეასრულოს. პარალელურად მასკის გუნდი გიგანტურ ხომალდს აწყობს. Starship-ის სიგრძე რაკეტა-მატარებელ Super Heavy-სთან ერთად 118 მეტრია. გიგანტური ხომალდის გამოცდა, რომელსაც მარსის მისიისთვის ამზადებენ, ილონ მასკს 2019 წელსვე სურს.

კომენტარები

ბოლო ამბები