Thumbnail

iPhone 11-ის სამი ახალი მოდელი სავარაუდოდ შემოდგომაზე გამოვა

  • Apple iPhone 11-ის სამ ვერსიას გამოუშვებს
  • ახალი სმარტფონები სავარაუდოდ შემოდგომაზე გამოვა

Apple მიმდინარე წლის შემოდგომაზე iPhone 11-ის სამ მოდელს წარადგენს. ინფორმაციას 9to5Mac.com ავრცელებს. გამოცემის თანახმად, ახალი სმარტფონები Apple-ის უახლესი A13 ჩიპით იქნება აღჭურვილი. ასევე, შესაძლოა სმარტფონის 3D Touch ფუნქცია ახალი “ტაქტილური შეხების” ფუნქციით ჩანაცვლდეს, რომელთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია ამ დრომდე ცნობილი არ არის. 

9to5Mac-ის თანახმად, მოსალოდნელია, რომ iPhone 11-ის თითოეული მოდელი სამი უკანა კამერით იქნება აღჭურვილი, რაც ფოტოების ფართო კუთხით გადაღებას გახდის შესაძლებელს. გაუმჯობესდება სმარტფონის წინა კამერაც, რომელსაც slow motion რეჟიმი და 120 Fps-ით გადაღების ფუნქცია დაემატება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ცვლილებები არ შეეხება ეკრანის რეზოლუციას. შესაბამისად განახლებულ სმარტფონებს iPhone XS-ის, iPhone XS Max-ის და iPhone XR-ის მსგავსი ეკრანი ექნება. Apple-ს iPhone 11-ის მონაცემების შესახებ ოფიციალური ინფორმაცია ამ დრომდე არ გაუვრცელებია. 

კომენტარები

ბოლო ამბები