Thumbnail

SMORES-EP - მიკრო რობოტები, რომლებიც დიდ რობოტად გადაკეთდებიან

  • მიკრო რობოტებს შეუძლიათ გაერთიანდნენ და სხვადასხვა ფორმა მიიღონ
  • რობოტები პენსილვანიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა დაამზადეს

მცირე ზომის რობოტები, რომლებიც ერთ დიდ რობოტად ერთიანდებიან აქამდე სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრში გადაღებულ მხატვრულ თუ ანიმაციურ ფილმებში გვხვდებოდნენ. პენსილვანიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა გადაწყვიტეს ეს იდეა რეალობად ექციათ. ამერიკელმა ინჟინრებმა პროექტ SMORES-EP-ის ფარგლებში დაამზადეს პატარა რობოტები, რომლებიც მაგნიტებით არიან აღჭურვილი. რობოტებს გაერთიანება სწორედ მაგნიტის საშუალებით შეუძლიათ. თითოეულ მოდულს ოთხი მაგნიტი გააჩნია. ასეთი მიდგომა პატარა რობოტებს ერთმანეთისგან განსხვავებული რამდენიმე  კონსტრუქციის შექმნის საშუალებას აძლევს.

იმისათვის, რომ კონკრეტული კონფიგურაციის აწყობა უფრო მარტივი იყოს, ინჟინრებმა მოდულების ურთიერთქმედების ოპტიმალური მეთოდები განსაზღვრეს. კონსტრუქციის აწყობის დროს რობოტები ერთმანეთს ეხმარებიან. მსგავსი რობოტების უპირატესობა მათ მოქნილობაში და გარემოსთან ადაპტაციაშია. კონსტრუქციას სრულიად უცხო გარემოში მუშაობა შეუძლია.

პენსილვანიის უნივერსიტეტის ინჟინრების განცხადებით, მათი გამოგონების პრაქტიკაში გამოყენება სხვადასხვა სფეროში შეიძლება. მკვლევარები მიიჩნევენ, რომ ამ რობოტებს შეუძლიათ დიდი სარგებლობა მოიტანონ კოსმოსის ათვისების სფეროში, დაეხმარება გაუწიონ მაშველებს სტიქიურ უბედურების დროს და შექმნან პროტეზები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის. 

კომენტარები

ბოლო ამბები