Thumbnail

ახალი სენსორი სეფსისის დიაგნოსტიკას გაამარტივებს

  • მკვლევარებმა შექმნეს სენსორი, რომლითაც სეფსისის დიაგნოსტირება უფრო ხელმისაწვდომი გახდება
  • კვლევის შედეგის მისაღებად 25 წუთია საჭირო

მასაჩუსეტსის ტექნოლოგიის ინსტიტუტის (MIT) მკვლევარებმა შექმნეს სენსორი, რომელსაც სეფსისის უფრო სწრაფი, ხელმისაწვდომი და მარტივი დიაგნოსტირებისთვის გამოიყენებენ. სენსორის წარმატებით გამოცდა მედიცინაში წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება, რადგან სეფსისი საავადმყოფოებში პაციენტების გარდაცვალების ერთ-ერთი ყველაზე ხშირი მიზეზია. კვლევების თანახმად, გახულ წელს მხოლოდ ამერიკის საავადმყოფოებში სეფსისის დიაგნოზით 250 000 ადამიანი გარდაიცვალა.

ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარების მიერ შექმნილი სისტემა მიკროფლუიდების საშუალებით სისხლში სეფსისის ნიშნებს მის სიმპტომურ გამოვლენამდე აფიქსირებს, რაც სისხლის სტანდარტული ანალიზით ამ დროისთვის შეუძლებელია. სისტემა სეფსისის სიმპტომების დიაგნოსტიკისთვის პაციენტის სისხლის მინიმალურ რაოდენობას იყენებს. ასევე, ტრადიციული მეთოდებისგან განსხვავებით ახალი სენსორი უფრო სწრაფად მუშაობს და კვლევის შედეგს 25 წუთში აგენერირებს.

მკვლევარები ტექნოლოგიის განვითარებაზე მუშაობას აგრძელებენ და არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს მომავალში ამ მეთოდით სეფსისის გარდა სხვა დაავადებების დიაგნოსტირებაც გახდეს შესაძლებელი.
 

კომენტარები

ბოლო ამბები