Thumbnail

2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე Toyota-ს რობოტები დასაქმდებიან

  • რობოტები ტოკიოს ოლიმპიადის სტუმრებს დახმარებას გაუწევენ
  • Toyota-ს მიერ დამზადებულ რობოტებს შორის ჰუმანოიდი რობოტებიც იქნებიან 

2020 წლის ოლიმპიურ თამაშებზე მომუშავე გუნდს Toyota-ს მიერ შექმნილი რობოტებიც დაეხმარებიან. კომპანიამ დამხმარე რობოტები ოფიციალურად უკვე წარადგინა. რობოტოები, მათ შორის ადამიანის ზომის ჰუმანოიდები, ოლიმპიადის სტუმრებთან კომუნიკაციას დაამყარებენ.

ლურჯი და ვარდისფერი რობოტების, Miraitowa-ს და Someity-ს მოვალეობა ათლეტებისა და სტუმრების ოლიმპიადის ტერიტორიაზე დახვედრაა. რობოტები ადამიანებს მათში ჩამონტაჟებული კამერით აფიქსირებენ და მისასალმებლად ხელსაც უწვდიან.

ჰუმანოიდი რობოტი T-HR3 ათლეტებთან კომუნიკაციას ამყარებს და მათ High Five-ითაც ესალმება. ადამიანები, როლებიც ოლიმპიადას ვერ ესწრებიან, სპორტსმენებთან პირდაპირ ინტერაქციას სწორედ ჰუმანოიდი რობოტის დახმარებით შეძლებენ.
 

T-TR1 კამერით და ეკრანით აღჭურვილი დისტანციური საკომუნიკაციო რობოტია. რობოტი ღონისძიებას საკუთარი გადმოსახედით აშუქებს, შესაბამისად მაყურებელი პროცესში უფრო მეტად არის ჩართული.

რობოტი Field Support სასროლი სპორტის სახეობის მიმდინარეობის დროს სატყორცნ შუბებებს და ზარბაზნის ბირთვებს აგროვებს, რაც ოლიმპიადის სამუშაო ჯგუფს საქმეს უმარტივებს და მათთვის უფრო უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფს. 

რობოტები HSR (Human Support Robot) და DSR (Delivery Support Robot) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს გაუწევენ დახმარებას და მათ გადაადგილებაში დაეხმარებიან. გარდა ამისა, ოლიმპიადაზე სტუმრები შეძლებენ, პლანშეტის გამოყენებით თამაშის მიმდინარეობის დროს გამაგრილებელი სასმელები შეუკვეთონ, რომელთაც მათ ადგილზე სწორედ რობოტები მიუტანენ. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები