Thumbnail
  • თვითმავალ ტრანსპორტს არკანზასის შტატში გამოიყენებენ
  • ფურგონები საწყობიდან სუპერმარკეტამდე სამ კილომეტრიან მანძილზე იმოძრავებენ

მსოფლიოში უდიდესმა სავაჭრო ქსელმა Walmart-მა ცოტა ხნის წინ პირველი ავტომატიზირებული მაღაზია გახსნა, რომელიც მოლარის გარეშე მუშაობს. ამჯერად ამერიკული კორპორაცია კიდევ ერთ საპილოტე პროექტს იწყებს. არკანზასის შტატის ქალაქ ბენტონვილში საწყობიდან სუპერმარკეტებში პროდუქციას თვითმავალი ფურგონი გადაიტანს. აღსანიშნავია, რომ Walmart აქტიურად ლობირებდა არკანზასის შტატის კანონმდებლობის შეცვლას სწორედ იმ მიზნით, რომ თვითმავალი ტრანსპორტის გამოყენების ნებართვა მიეღო.

საცდელ პროექტში სტარტაპი Gatik მონაწილეობს, რომელიც თვითმავალი ავტომობილების პროექტზე რამდენიმე წელია მუშაობს. Gatik-ის მენეჯმენტის განცხადებით, სტარტაპს ამ კუთხით მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს და უკვე შეუძლია Walmart-ის სუპერმარკეტების ქსელს თვითმავალი ფურგონები მიაწოდოს.

პირველ ეტაპზე თვითმავალი ტრანსპორტი სამ კილომეტრიან მონაკვეთზე იმოძრავებს. Gatik-ის სისტემით აღჭურვილი Ford Transit-ის ფურგონები მარშრუტს Walmart-ის საწყობიდან მაღაზიამდე მძღოლის ჩარევის გარეშე გაივლიან. საცდელი პროექტის წარმატების შემთხვევაში ამერიკული კორპორაცია სიახლეს შეერთებული შტატების სხვა ქალაქებშიც დანერგავს. 

 

კომენტარები

ბოლო ამბები