Thumbnail

Sony ჩასაცმელი კონდენციონერის შექმნაზე მუშაობს

  • Reon Pocket სავარაუდოდ 2020 წელს გამოვა
  • გამაგრილებელი სისტემა 117 დოლარი ეღირება

თუკი ზაფხულის დღეებში ღია ცის ქვეშ სიცხესთან გამკლავება გიჭირთ, Sony გამოსავალს გთავაზობთ - კომპანია ჩასაცმელი კონდენციონერის შექმნაზე მუშაობს, რომელიც არამარტო ზაფხულში გაგაგრილებთ, არამედ თქვენი სხეულის ტემპერატურის დარეგულირებაზე ზამთრის ცივ დღეებშიც იზრუნებს. 

თერმოსისტემა Reon Pocket სპეციალური მაისურის უკანა ნაწილში თავსდება და სხეულის ტემპერატურას თერმოელექტრულად აბალანსებს. Sony-ს ინფორმაციით Reon Pocket მცირე ადგილს იკავებს, შესაბამისად ვიზუალურად ნაკლებად შესაჩნევია. გარდა ამისა, სისტემა ხმაურიანი არ არის და გარშემომყოფებს არ აწუხებს. Reon Pocket USB-C-თი 2 საათში იტენება და 24 საათის განმავლობაში მუშაობს.

სისტემის ტემპერატურის გაკონტროლება ამ ეტაპზე მანუალურად, მობილური აპლიკაციით არის შესაძლებელი, თუმცა შემდგომ განახლებებში Sony ავტომატური რეგულაციის ფუნქციას აანონსებს. ჩასაცმელი კონდენციონერი სავარაუდოდ 2020 წლის მარტში გამოვა და 117 დოლარი ეღირება. 

კომენტარები

ბოლო ამბები