Thumbnail

Blitz Motors ევროპაში ელექტრო სკუტერების გაყიდვას იწყებს

  • ებრაულმა კომპანიამ ელექტრო სკუტერის ორი მოდიფიკაცია გამოუშვა
  • სკუტერების გაყიდვა ევროპაში 2019 სექტემბრიდან დაიწყება

ელექტრო სკუტერების მწარმოებელი კომპანიები აქცენტს ძირითადად ქალაქის პირობებისათვის შესაფერისი ტრანსპორტის შექმნაზე აკეთებენ. სწორედ ამიტომ ამ სკუტერებს შედარებით მოკრძალებული ტექნიკური მაჩვენებლები და დაბალი სიჩქარე აქვთ. ამ კომპანიებისგან განსხვავებით, Blitz Motors უფრო მძლავრ  ელექტრო სკუტერებს ამზადებს. სწორედ ამიტომ კომპანიის სკუტერებს ისრაელში ძირითადად არა ქალაქში გადაადგილებისათვის, არამედ ქალაქებს შორის მიმოსვლისთვის იყენებენ. ახალი ელექტრო სკუტერი BLITZ3000X კომპანიის ყველაზე სრულყოფილი მოდელია.

ამ მოდელს კომპანიის სხვა სკუტერებთან შედარებით დასამუხტად უფრო ნაკლები დრო სჭირდება. სკუტერის სრულად დამუხტვა ორი საათშია შესაძლებელი. დამუხტვის შემდეგ 3000X  200 კილომეტს გადის. სკუტერს 120 კმ/სთ-მდე სიჩქარის განვითარება შეუძლია, თუმცა მისთვის ოპტიმალური სიჩქარე 90 კმ/სთ-ია.

სკუტერის მეორე მოდიფიკაცია 6000Х უფრო სწრაფია და 125 კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს. თუმცა  3000X-სგან განსხვავებით მას დამუხტვის შემდეგ მხოლოდ 100 კილომეტრის გავლა შეუძლია. ებრაული კომპანია ახალი მოდელისთვის ოპტიმალურ ბაზრად ევროკავშირს და ინდოეთს მიიჩნევს. Blitz Motors-ის ელექტრო სკუტერების გაყიდვა თავდაპირველად ჰოლანდიაში, ბელგიაში და ლუქსემბურგში დაიწყება. ელექტრო სკუტერის შეძენას მომხმარებელი ამ ქვეყნებში 2019 წლის სექტემბრიდან შეძლებს. 

კომენტარები

ბოლო ამბები