Thumbnail

მეცნიერებმა შექმნეს ლინზა, რომლითაც კადრის მიახლოვებაა შესაძლებელი

  • რობოტული ლინზა კადრს 32%-ით აახლოვებს
  • ლინზის გამოყენება ვიზუალური პროთეზის სახით არის შესაძლებელი

კალიფორნიის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ახალი რობოტული კონტაქტური ლინზა შექმნეს, რომლის გაკონტროლება თვალის მოძრაობითაა შესაძლებელი. მაგალითად, თვალის ორჯერ ზედიზედ დახამხამების შემთხვევაში ლინზა კადრს მიაახლოვებს.

მკვლევარი Shengqiang Cai-ს თანახმად, თვალს ელექტრო ოკულოგრაფიული პოტენციალი აქვს მაშინაც კი, როცა ადამიანს სძინავს. რობოტული ლინზის შესაქმნელად მკვლევარებმა თვალის ელექტრული იმპულსი გაზომეს და მონაცემები ლინზის ფოკალური სიგრძის შესაცვლელად გამოიყენეს. კვლევის თანახმად, ლინზის შესაქმნელად გამოყენებული რბილი მასალის სტრუქტურის გათვალისწინებით ფოკალური სიგრძის გაზრდა 32%-მდეა შესაძლებელი, რაც ლინზის დეფორმაციით მიიღწევა. 

კვლევის თანახმად, ლინზის გამოყენება მრავალმხრივად არის შესაძლებელი, მათ შორისაა როგორც ვიზუალური პროთეზი და რეგულირებადი სათვალე. კვლევის შესახებ მეტი ინფორმაცია ნახეთ აქ

კომენტარები

ბოლო ამბები