Thumbnail

Tesla 2020 წელს Mercedes-ის და BMW-ს რეალური კონკურენტი გახდება

  • ექსპერტების გათვლებით, 2020 წელს Tesla Model 3 ყველაზე გაყიდვადი ლუქს სედანი იქნება
  • პროგნოზებით 2020 წელს მსოფლიოში ნახევარ მილიონამდე Model 3 გაიყიდება

ჩინეთში პირველ ქარხანას, Gigafactory 3-ს Tesla შანხაისთან ახლოს აშენებს. მშენებლობა დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს და კომპანიაში იმედი აქვთ, რომ ელექტრომობილების სერიული წარმოება აქ წლის ბოლოს დაიწყება. ამ ქარხანაში მსოფლიოში ყველაზე დიდი ელექტრომობილების ბაზრისთვის Tesla Model 3-ს ააწყობენ. ვარაუდობენ, რომ სწორედ  Model 3 იქნება ის ავტომობილი, რომელიც კომპანიას 2020 წელს ლუქს ავტომობილების სეგმენტში ლიდერის პოზიციაზე გაიყვანს.

პროგნოზებით 2020 წელს Tesla 600-დან 650 ათასამდე ავტომობილს გაყიდის. აქედან დაახლოებით ნახევარი მილიონი Model 3 იქნება. ლუქს სედანების სეგმენტში ელექტრომობილების მწარმოებელი კომპანია ისეთ აღიარებულ ავტოგიგანტებს გადაასწრებს, როგორებიც Mercedes და BMW არიან. წინასწარი გათვლებით, 2020 წელს  Mercedes C-Class и BMW 3 Series უფრო ნაკლები რაოდენობით გაიყიდება, ვიდრე Model 3.  გასულ წელს C-Class-ის 478 ათასი ავტომობილი გაიყიდა და წელს მოდელის გაყიდვები შემცირებულია. მესამე სერიის BMW კი ბოლო წლებია 400 ათასის ფარგლებში იყიდება. 

წინასწარი გათვლებით, მხოლოდ ჩინეთში აშენებულ ქარხანაში 2020 წელს 135 ათას Model 3-ს ააწყობენ. უფრო ძვირადღირებული ელექტრომობილების Model S-ის და Model X-ის გაყიდვები 2020 წელს მნიშვნელოვნად არ გაიზრდება. ასევე მოკრძალებული იქნება Model Y-ს გაყიდვებიც. მთლიანობაში კი 2020 წელს Tesla-ს წარმოების ზრდამ  58 პროცენტი უნდა  შეადგინოს.

კომენტარები

ბოლო ამბები