Thumbnail

Google Pixel 4-ის შესახებ ახალ დეტალებს ავრცელებს

  • Pixel 4 2019 წლის ოქტომბერში გამოვა
  • სმარტფონს სახის ამომცნობი ტექნოლოგია იქნება

Google-მა Pixel 4-ის შესახებ ახალი ბლოგპოსტი და ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც სმარტფონის ფუნქციებთან დაკავშირებით რამდენიმე ახალი დეტალი გახდა ცნობილი. 

კომპანიის მიერ Youtube-ზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ჩანს, რომ სმარტფონი თითის ანაბეჭდის სენსორის მაგივრად სახის ამომცნობი ტექნოლოგიით იქნება აღჭურვილი, რისთვისაც ის რამდენიმე სხვადასხვა სახის სენსორს, მათ შორის depth, infrared და RGB სენსორებს გამოიყენებს.

Google-მა ასევე ახალი ფუნქცია, Motion Sense წარადგინა, რაც გულისხმობს, რომ სმარტფონზე ამა თუ იმ ოპერაციის განხორციელება ხელის მოძრაობით იქნება შესაძლებელი. ხელის მოძრაობის დასაფიქსირებლად სმარტფონი Project Soli ჩიპით იქნება აღჭურვილი, რომელიც მოძრაობის იდენტიფიკაციისთვის სპეციალურ რადარს იყენებს. 

გარდა ამისა, Google-მა დაადასტურა, რომ სახის ამომცნობი ტექნოლოგიის გამოყენება ტელეფონის განბლოკვის გარდა გადახდების განსახორციელებლადაც იქნება შესაძლებელი. ბიომეტრული მონაცემები სმარტფონის ჩიპზე ლოკალურად შეინახება და მასზე წვდომა Google-ის სხვა სერვისებს არ გადაეცემა. Pixel 4 მიმდინარე წლის შემოდგომაზე გამოვა. სმარტფონის სავარაუდო ფასი ამ დროისთვის უცნობია.

ნახეთ ვიდეო:

 

კომენტარები

ბოლო ამბები