Thumbnail

Facebook-ი ქმნის მოწყობილობას, რომელიც ადამიანის აზრებს წაიკითხავს

  • Facebook-ი აფინანსებს კვლევას, რომლის მიზანი ადამიანების აზრების წამკითხველი მოწყობილობის შექმნაა
  • მკვლევარები ფიქრებს ტვინის იმპულსების ანალიზით შიფრავენ

2017 წელს Facebook-მა დააანონსა, რომ შექმნიდა მოწყობილობას, რომლის დახმარებით ადამიანები წუთში 100 სიტყვის აკრეფას მხოლოდ ფიქრით შეძლებდნენ, ამჯერად კი კომპანიამ განაცხადა, რომ აფინანსებს საუნივერსიტეტო კვლევას, რომელიც ტექნოლოგიას მოხალისეებზე ცდის.

კვლევის ნაწილი, რომელშიც ძირითადად კვლევის მეთოდოლოგიაა განხილული, კალიფორნიის უნივერსიტეტის სამეცნიერო ჟურნალში გამოქვეყნდა.  მკვლევარები ადამიანების ფიქრების დეკოდირებას ტვინის სიგნალების ანალიზის საფუძველზე ახდენენ. Facebook-ის თანახმად, კვლევა ამ დრომდე მიმდინარეობს და პირველადი შედეგების შესახებ ინფორმაცია მოგვიანებით გასაჯაროვდება.

კვლევის შედეგები მრავალი მიმართულებითაა მნიშვნელოვანი, მათ შორის ტვინის სიგნალებით მიღებული მონაცემების შეგროვების, შენახვის და გამოყენების შესახებ ახალი სტანდარტების დაწესების საჭიროების კუთხით. ნეირო ეთიკოსები მიიჩნევენ, რომ თუკი ტექნოლოგიური გიგანტის მცდელობა, წაიკითხოს ადამიანის აზრები წარმატებით დასრულდება, ამ მიმართულებით ახალი რეგულაციები შემუშავება დაუყოვნებლივ გახდება საჭირო.

კომენტარები

ბოლო ამბები