Thumbnail
  • 2019 წელს ტექნიკური ხარვეზის გამო ფოსტის ორი დრონი მწყობრიდან გამოვიდა
  • მეორე ინციდენტის მიზეზი ამ დრომდე გაურკვეველია

შვეიცარიის საფოსტო სამსახური დრონების გამოყენებაზე დროებით უარს აცხადებს. ამ გადაწყვეტილების მიზეზი რამდენიმე ინციდენტი გახდა. პირველი შემთხვევა, რომელიც 2019 წლის იანვარში დაფიქსირდა, GPS-ის შეცდომამ გამოიწვია. მაშინ დრონმა შეძლო პარაშუტის გახსნა და მიწაზე უსაფრთხოდ დაშვება. 

რამდენიმე თვის შემდეგ პრობლემა კიდევ ერთ დრონს შეექმნა. ამ შემთხვევაში ტექნიკური ხარვეზის გამო აპარატმა ვერ შეძლო პარაშუტის გახსნა. საფრენი აპარატი, რომელიც 12 კილოგრამს იწონიდა, მიწაზე 45 მეტრის მანძილიდან ჩამოვარდა. შემთხვევა ერთ-ერთი სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა, სადაც ბავშვები იმყოფებოდნენ. ინციდენტის დროს საბედნიეროდ  არავინ დაშავებულა.

ამ ორ ინციდენტამდე შვეიცარიის ფოსტა საფრენ აპარატებს ძირითადად სამედიცინო მიზნით იყენებდა. დრონებს ლაბორატორიული სინჯები სამედიცინო დაწესებულებებში გადაჰქონდათ. კომპანია Matternet-ს, რომელსაც სერვისის  მართვა ევალება, მეორე ინციდენტის მიზეზის დადგენა დაევალა. აღსანიშნავია, რომ დრონებს სამედიცინო დაწესებულებებისთვის მედიკამენტების მისაწოდებლად აფრიკის რამდენიმე ქვეყანაში იყენებენ. მსგავსი სერვისის დანერგვა უახლოეს მომავალში შეერთებულ შტატებშიც იგეგმება.

კომენტარები

ბოლო ამბები