Thumbnail
  • ახალი კონცეფციის მიხედვით Tesla Semi საცხოვრებელ ფურგონად გადაკეთდება
  • ელექტრომობილის სერიულად წარმოება 2020 წელს დაიწყება

სატვირთო ელექტრომობილის Tesla Semi-ს პროტოტიპის პრეზენტაცია ჯერ კიდევ 2017 წელს გაიმართა. 2018 წლის იანვრიდან მოყოლებული კალიფორნიაში ელექტრომობილს სატესტო რეჟიმში ცდიან. მასკის კომპანიამ ამ მოდელისთვის ახალი კონცეფცია შეიმუშავა. მისი მიხედვით, Tesla Semi საცხოვრებელ ფურგონად გადაკეთდება. აქ იქნება ყველაფერი, რაც სახლისთვის არის საჭირო: სრულად მოწყობილი სამზარეულო, საძინებელი და სველი წერტილი. 

პროექტზე კომპანია Vanlifer მუშაობს. მისი წარმომადგენლების  შეფასებით, კონცეფციის მიმზიდველობაში მნიშვნელოვანია Tesla-ს ავტოპილოტის ფაქტორი. ავტოპილოტი მძღოლს საშუალებას მისცემს საჭესთან უფრო ნაკლები დრო  გაატაროს. შეერთებულ შტატებში, სადაც ოჯახები ავტომობილს ან ფურგონს დიდ მანძილზე მოგზაურობის დროს ხშირად იყენებენ, ეს სიახლე განსაკუთრებით მიმზიდველი იქნება. ადამიანები მგზავრობის დროს ნაკლებად დაიღლებიან და პეიზაჟსაც უკეთესად დაათვალიერებენ.

სატვირთო ელექტრომობილის სერიულად წარმოება ილონ მასკის კომპანიამ 2020 წელს უნდა დაიწყოს. Tesla Semi-ს დამუხტვის შემდეგ 800 კილომეტრის გავლის რესურსი ექნება. 

კომენტარები

ბოლო ამბები