Thumbnail
  • მზის პანელების სახურავებს ბუფალოში Gigafactory 2 დაამზადებს
  • პროექტის განხორციელება ჯერ კიდევ 2017 წელს უნდა დაწყებულიყო

Tesla მზის პანელების სახურავების მასობრივ წარმოებას იწყებს. ამის შესახებ კომპანიის დამფუძნებელმა ილონ მასკმა ინვესტორებთან შეხვედრის დროს განაცხადა. მასკმა აღნიშნა, რომ Tesla Solar Roof Tiles მესამე ვერსია გაცილებით  მყარი და გამძლეა, ვიდრე მანამდე წარმოებული პროტოტიპები. ამავე დროს კომპანია მზის პანელების სახურავების ღირებულებასაც მნიშვნელოვნად შეამცირებს. მასკის პროგნოზით, Tesla კვირაში 1000-მდე მზის პანელების სახურავის დამზადებას შეძლებს.

აღსანიშნავია, რომ პროექტის განხორციელება რამდენჯერმე გადაიდო. Tesla-ს დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე ყველა ბარიერი გადალახულია და მზის პანელების სახურავების წარმოება ნიუ იორკის შტატის ქალაქ ბუფალოში განლაგებულ Gigafactory 2-ის ქარხანაში სრული დატვირთვით დაიწყება. ილონ მასკის განცხადებით, მზის სახურავები, რომლებსაც ქარხანა გამოუშვებს, რამდენიმე ათეული წელი გაძლებს.

სახურავის  დამზადება საბოლოოდ სახით თითქმის დასრულებულია. უნდა ვაღიარო, რომ  ტექნოლოგიურად საკმაოდ რთული პროცესი იყო. სახურავში უნდა განთავსდეს მზის პანელი და ამავე დროს მნიშვნელოვანია ვიზუალური მხარეც და გამძლეობაც. ჩვენი მუშაობა სწორედ ამ ფაქტორებზე იყო გათვლილი. საბოლოოდ მივიღეთ მზის პანელების სახურავი, რომელსაც კარგი ვიზუალი გააჩნია და მინიმუმ 30 წელი გაძლებს- ილონ მასკი.

კომპანიის მენეჯმენტს და პირველ რიგში თავად ილონ მასკს ხშირად აკრიტიკებდნენ იმის გამო, რომ 2016 წელს ენერგეტიკული კომპანია Solar City-ს შემოერთების შემდეგ ამ პროექტს საკმარის ყურადღებას არ უთმობდნენ. პროექტზე აქტიური მუშაობა ჯერ კიდევ 2017 წელს უნდა დაწყებულიყო, Gigafactory 2-ს მზის პანელების სახურავების წარმოება კი 2018 წელს უნდა დაეწყო. კრიტიკოსები აქამდე მიიჩნევდნენ, რომ ილონ მასკმა ძირითადი ყურადღება ელექტრომობილების წარმოებაზე გადაიტანა და ეს პროექტი უკვე აღარ აინტერესებდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები