Thumbnail

ჩინელი ინჟინრები ელექტრო ვერტმფრენის პროექტზე მუშაობენ

  • ელექტრო ვერტმფრენის დამზადებას ქალაქ ცზინდეჩჟენში ეცდებიან
  • ამ დრომდე ელექტრო ვერტმფრენის სერიული წარმოება ვერცერთმა კომპანიამ ვერ შეძლო

ჩინეთის ქალაქ ცზინდეჩჟენში სპეციალური ინსტიტუტი მუშაობს, რომლის მიზანიც ვერტმფრენების დაპროექტება და აწყობაა. სწორედ ამ დაწესებულების სამეცნიერო ჯგუფი მუშაობს ელექტრო ვერტმფრენის პროექტზე. თავდაპირველად ინჟინრები ვერტმფრენზე კუდის ხრახნის ელექტრო ვერსიის დამონატაჟებას გეგმავენ. ამის შემდეგ საფრენი აპარატის გამოცდა დაახლოებით ორი წლის განვალობაში იგეგმება.

იმ შემთხვევაში თუ ექსპერიმენტმა გაამართლა, აპარატს სრულად ელექტრო ვერტმფრენად გარდაქმნიან. თუმცა პროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრები დარწმუნებული არიან, რომ მსგავსი საფრენი აპარატის შექმნას წლები დასჭირდება. ჩინელ ინჟინრებს იმედი აქვთ, რომ უახლოეს წლებში ვერტმფრენისთვის საჭირო სიმძლავრის ელექტრო ძრავები და აკუმულატორები დამზადდება. 

სტანდარტული საფრენი აპარატისგან განსხვავებით ელექტრო ვერტმფრენს არ დასჭირდება ტრანსმისია, რომელიც კონსტრუქციის ერთ-ერთი ყველაზე რთული კომპონენტია. ეს ფაქტი ხელს შეუწყობს აპარატის წონის შემცირებას და გააადვილებს მის მართვას.. ბოლო წლებში მსოფლიოში ერთდროულად რამდენიმე კომპანია მუშაობდა ელექტრო ვერტმფრენის პროექტზე, თუმცა მსგავსი ტრანსპორტის სერიული წარმოების დაწყება ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო.  

კომენტარები

ბოლო ამბები