Thumbnail
  • სისტემა აფიქსირებს რა თანმიმდევრობით მივიდნენ კლიენტები ბართან
  • კლიენტები რიგში ჩადგომის გარეშე შეკვეთის მიცემას ვერ შეძლებენ

ბრიტანეთში პაბი უკვე საუკუნეებია სოციალური კულტურის ნაწილი გახდა. ქვეყანაში არსებობს მომხმარებელთა ასოციაცია CAMRA, რომელიც ბრიტანული ელის და ტრადიციული პაბის შენარჩუნებაზე ზრუნავს. თუმცა თანამედროვე ტექნოლოგია ამ შედარებით კონსერვატიულ გარემოშიც კი აღწევს. 5cc Harrild & Sons ლონდონის პირველი პაბია, სადაც ხელოვნური ინტელექტის სისტემის გამოცდა დაიწყეს. ახალმა ტექნოლოგიამ ბარმენებს მუშაობა უნდა გაუადვილოს.

სახის ამომცნობი ტექნოლოგიის საფუძველზე შექმნილი სისტემა კომპანია DataSparQ შეიმუშავა. კამერები თვალყურს ადევნებენ ყველაფერს, რაც პაბში ხდება და აფიქსირებენ კლიენტების ბართან მისვლის თანმიმდევრობას. სისტემის მიერ დამუშავებული მონაცემები დისფლეიზე გამოისახება, სადაც შეკვეთის რიგში მდგარი კლიენტები დანომრილები არიან. ბარმენი კლიენტებს სწორედ ამ მონაცემების საფუძველზე მოემსახურება. ისინი, ვინც ურიგოდ ცდილობენ სასმელის შეკვეთას, ამ შემთხვევაში ამას ვეღარ მოახერხებენ. სისტემა ასევე ავლენს საეჭვო ახალგაზრდებს, რომლებსაც ბარმენმა საბუთების წარდგენა უნდა მოსთხოვოს.

თავდაპირველად პაბის მუდმივი კლიენტები იდეის მიმართ სკეპტიკურად იყვნენ განწყობილნი. თუმცა მას შემდეგ, რაც სისტემის დემონსტრირება მოხდა, ამ სიახლისადმი დამოკიდებულება შეიცვალეს. ტექნოლოგია ჩვენც გვეხმარება. გარდა იმისა, რომ კლიენტებს რიგის მიხედვით ვემსახურებით, ამ სისტემის გამოყენებით გაცილებით უფრო სწრაფად ვმუშაობთ- ლუკა კოვიანიჩი, ბარმენი.

DataSparQ--ის მონაცემებით ამ სისტემის სრულად დანერგვა ბრიტანულ პაბებში და ბარებში რიგით ბრიტანელს რიგში დგომის დროს მნიშვნელოვნად შეუმცირებს. კომპანიაში აცხადებენ, რომ სისტემის ასამუშავებლად საჭიროა მხოლოდ ვებ-კამერა, დისფლეი და ინტერნეტის წვდომა, რაც საერთო ჯამში ერთი დაწესებულებისთვის 200 გირვანქა სტერლინგის ხარჯს წარმოადგენს. 

კომენტარები

ბოლო ამბები