Thumbnail

Unpacked 2019: Samsung-ი 7 აგვისტოს ახალ პროდუქტებს წარადგენს

Samsung-ის ღონისძიება Unpacked, რომელზეც კომპანია ახალ პროდუქტებს წარადგენს, მიმდინარე წლის 7 აგვისტოს, ბრუკლინში გაიმართება. მიუხედავად იმისა, რომ ღონისძიების სრული განრიგის შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ცნობილი არ არის, გთავაზობთ რამდენიმე სიახლეს, რომელსაც Samsung-ი Unpacked 2019-ზე წარადგენს.

რა სიახლეებს უნდა ველოდოთ Samsung-ისგან?

Galaxy Tab S6

ერთ-ერთი სიახლე, რომელსაც სამსუნგი 7 აგვისტოს ღონისძიებაზე წარადგენს, iPad Pro-ს კონკურენტი ტაბლეტი Galaxy Tab S6-ია. წინამორბედი Tab S6-ის მსგავსად, ახალი ტაბლეტი მულტიფუნქციურია და მისი გამოყენება ლეპტოპის სახითაც იქნება შესაძლებელი. 

Galaxy Watch Active

Samsung-ი Unpacked 2019-ზე სმარტ საათს, Galaxy Watch Active-ს წარადგენს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გაყიდვაში ორი ზომის, 40მმ და 44მმ-იანი საათები გამოვა. სმარტ საათს, რომელიც უმეტესწილად ფიტნეს აქტივობების მონიტორინგისთვის არის განკუთვნილი, სავარაუდოდ მისი წინამორბედის მსგავსი დიზაინი იქნება. განახლებულ Galaxy Watch Active-ს სავარაუდოდ LTE მხარდაჭერა აქვს.

Galaxy Note 10

როგორც წარსული გამოცდილება გვიჩვენებს, ახალი Galaxy Note-ის დაანონსების დროს Samsung-ი არა ერთ, არამედ რამდენიმე მოდელს წარადგენს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Samsung-ი ამჯერად Galaxy Note 10-ის სამ ვერსიას - Galaxy Note 10-ს, the Note 10 Plus-ს სმარტფონის 5G მოდელს წარადგენს. სმარტფონების ზუსტი მონაცემების შესახებ ინფორმაცია ამ დრომდე ცნობილი არ არის, თუმცა ცნობილია, რომ Galaxy Note 10-ს Qualcomm Snapdragon 855+ პროცესორი, 8GB ოპერაციული მეხსიერება და 256GB შიდა მეხსიერება აქვს. სმარტფონი S10-ის და S10 Plus-ის მსგავსად სამმაგი კამერით იქნება აღჭურვილი. ასევე მოსალოდნელია, რომ სმარტფონების დიზაინი წინამორბედებთან შედარებით დაიხვეწება.

Unpacked 2019-ის პირდაპირ ეთერში ყურებას 7 აგვისტოს, 16:00-ზე სამსუნგის ოფიციალურ ვებგვერდზე შეძლებთ.

კომენტარები

ბოლო ამბები