Thumbnail

5G ქსელი 2020 წელს აშშ-ის ტერიტორიის ნახევარზე მეტს დაფარავს

  • სატელეკომუნიკაციო კომპანიები აშშ-ში 5G-ს დაფარვის ზონას ზრდიან
  • Verizon-ის დირექტორის შეფასებით, 5G-ს აშშ-ში 2024 წელს დომინანტური პოზიცია ექნება

5G მობილური ქსელის დანერგვა შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დაჩქარებული ტემპით მიმდინარეობს. ყველაზე აქტიური ამ მხრივ უმსხვილესი ამერიკული სატელეკომუნიკაციო კომპანია Verizon-ია. კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ჰანს ვესტბერგმა CNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ უკვე მომდევნო წელს 5G ქსელი შეერთებული შტატების ტერიტორიის ნახევარზე მეტს დაფარავს. მისი პროგნოზით, 2024 წელს სმარტფონი  5G-ს მხარდაჭერით აშშ-ის მოსახლეობის ნახევარზე მეტს ექნება.

უახლოეს პერიოდში Verizon 5G ქსელს შეერთებული შტატების ოთხ დიდ ქალაქში: ატლანტაში, ინდიანაპოლისში, დეტროიტში და ქვეყნის დედაქალაქ ვაშინგტონში აამოქმედებს. ასევე იგეგმება ულტრასწრაფი ინტერნეტ ქსელის დაფარვის ზონის გაზრდა იმ ქალაქებში, სადაც 5G უკვე მოქმედებს. მათ შორისაა ჩიკაგო, დენვერი და მინეაპოლისი. წლის ბოლომდე კომპანია 5G-ს ამერიკის კიდევ 30 ქალაქში დანერგავს. ამ ჩამონათვალში მოხვდა ბოსტონი, კლივლენდი, დალასი და ფინიქსი. 

Verizon აშშ-ში 5G-ს ტექნოლოგიის დანერგვის მხრივ ლიდერია, მაგრამ ახალი თაობის ინტერნეტი სხვა სატელეკომუნიკაციო კომპანიებსაც გააჩნიათ. 5G-ს სატესტო ვერსია ამერიკაში Verizon-ის თითქმის ყველა კონკურენტმა აამოქმედა, მათ შორის AT&T-მ, Sprint-მა და T-Mobile-მა. 

კომენტარები

ბოლო ამბები