Thumbnail

Apple, Tweet, Cloud, Stream - სიტყვები, რომლებიც ტექნოლოგიამ ბუნებას მოჰპარა

  • ბუნებასთან დაკავშირებულ სიტყვებს ტექნოლოგიებში სულ უფრო ხშირად იყენებენ
  • კვლევამ აჩვენა, რომ სიტყვა Tweet-მა ძველი მნიშვნელობა ფაქტობრივად დაკარგა

ვაშლი, ჭიკჭიკი, ღრუბელი… ეს სიტყვები ერთ დროს ბუნებასთან იყო დაკავშირებული, თუმცა National Trust-ის მიერ ჩატარებულმა ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ სიტყვების მნიშვნელობა დღეს უმეტესწილად ტექნოლოგიურ სამყაროსთან ასოცირდება. კვლევისთვის გამოიყენეს პროგრამა, რომელმაც ყოველდღიურ დიალოგებში გამოყენებული ენის ტრანსკრიფციები გააანალიზა.

90-იან წლებში სიტყვა Stream პატარა მდინარეს აღნიშნავდა

კვლევის თანახმად, სიტყვა Tweet ჭიკჭიკის მნიშვნელობით ფრაზების მხოლოდ 1%-შია გამოყენებული. სიტყვის ახალი მნიშვნელობა სოციალურ ქსელ Twitter-ზე პოსტის გამოქვეყნებას უკავშირდება. ანალოგიურად შეიცვალა სიტყვა Stream-ის მნიშვნელობაც - 90-იან წლებში ეს სიტყვა პატარა მდინარეს აღნიშნავდა, დღეს კი საუბრის დროს ამ სიტყვას თავდაპირველი მნიშვნელობით მხოლოდ 36% შემთხვევაში იყენებენ, დანარჩენ შემთხვევებში კი საუბარი ვიდეოს პირდაპირ ეთერში ტრანსლაციაზეა. 

“მარტივი სიტყვები უფრო ადვილად გამოხატავს რთულად ასახსნელ ტექნოლოგიურ პროცესებს. ამ გზით ადამიანებს ტექნოლოგიებზე საუბარი უმარტივდებათ.“ - კვლევის თანაავტორი, დოქტორი რობი ლავი

ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კომპანიების სტრატეგია, დაუკავშირონ საკუთარი ბრენდი ბუნებასთან ასოცირებულ სასიამოვნო შეგრძნებებს, ნამდვილად ეფექტურია ნებისმიერი რელიგიის თუ კულტურის ადამიანის ყურადღების მისაქცევად. მსგავსი სტრატეგიის მქონე კომპანიების მაგალითია Apple, The North Face, Amazon, Nectar და სხვა.

წყარო: BBC

კომენტარები

ბოლო ამბები