Thumbnail

WaveDrive - ინოვაციური ელექტრო ჰიდროციკლი ავსტრალიიდან

  • WaveDrive-ზე წყალქვეშა ფრთების სისტემაა დამონტაჟებული
  • ამ სისტემის საშუალებით ჰიდროციკლი ტალღებს ზევით მოძრაობს

ჯერ კიდევ 2015 წელს ქალაქ პერტში განლაგებულ დასავლეთ ავსტრალიის უნივერსიტეტში ელექტრო ჰიდროციკლი დაამზადეს. სტარტაპმა Electronautic გადაწყვიტა ამ გამოგონებისათვის ახალი დეტალი დაემატებინა. ვიზუალურად WaveDrive ჩვეულებრივი ჰიდროციკლისგან არ განსხვავდება, მაგრამ სიჩქარის აკრეფის შემთხვევაში განსხვავება თვალში საცემია. ელექტრო ჰიდროციკლს წყლის ზედაპირის ზევით მოძრაობა შეუძლია. ამას WaveDrive  წყალქვეშა ფრთების თვითბალანსირებადი სისტემის საშუალებით ახერხებს.

გამომგონებლები WaveDrive-ის დაპატენტებას ელიან, ამიტომაც ტექნიკურ დეტალებს ჯერჯერობით არ ამხელენ. ცნობილია, რომ დამუხტულ ელექტრო ჰიდროციკლს ნახევარი საათის განმავლობაში შეუძლია ტალღებზე იმოძრაოს. WaveDrive-ზე ორი ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი. 

ვინაიდან WaveDrive მხოლოდ პროტოტიპია, ჯერჯერობით ჰიდროციკლის სერიულ წარმოებაზე საუბარი არ მიდის. თუმცა პროექტზე მომუშავე ჯგუფის წევრები დარწმუნებულნი არიან, რომ WaveDrive-ს მომავალში დიდი აღიარება ექნება. გამომგონებლები აღნიშნავენ, რომ გარდა ტექნიკური ინოვაციისა, ამ მოდელის მიმზიდველობას ისიც განაპირობებს, რომ ჰიდროციკლი ელექტროა ანუ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტია. 

კომენტარები

ბოლო ამბები