Thumbnail

ახალი აღმოჩენა სტომატოლოგებს კბილის ფესვის აღდგენაში დაეხმარება

  • მკვლევარებმა კბილის ფესვის აღდგენის გზას მიაგნეს
  • კვლევის შედეგებით შესაძლოა კბილების რეგენერაცია გამარტივდეს

დროთა განმავლობაში სხეულის ცვლილებების უკეთესად შესასწავლად მეცნიერები სულ უფრო აქტიურად შეისწავლიან ეპიგენეტიკას - სამეცნიერო დარგს, რომელიც გენების აქტივობის ცვლილებას სწავლობს, როცა დნმ-ის პირველადი სტრუქტურა უცვლელი რჩება. სამეცნიერო დარგი კბილების ჯანმრთელობის მიმართულებასაც მოიცავს.

მკლევარ იენგ ჩაის მიერ გამოქვეყნებულ სამეცნიერო სტატიაში ახსნილია, თუ როგორ არის შესაძლებელი ეპიგენეტიკური რეგულაციით კბილის ფესვის განვითარების კონტროლი. სამეცნიერო ნაშრომში ნათქვამია, რომ Ezh2 ცილა სახის ძვლების განვითარებაზეა პასუხისმგებელი, თუმცა მისი გავლენა კბილის ფესვზე ამ დრომდე უცნობი იყო. სწორედ ამიტომ, მეცნიერებმა ექსპერიმენტი ჩაატარეს თაგვზე, რა გზითაც მათ მოლარულ კბილებში Ezh2-ის ნაკლებობის ეფექტები შეისწავლეს. კვლევით დადგინდა, რომ კბილის ფესვის ყბის ძვალთან დასაკავშირებლად ცილების Ezh2-ის და Arid1a ბალანსი აუცილებელია. 

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ ამ აღმოჩენის საფუძველზე კბილების ფესვების რეგენერაცია და კბილის დაკარგვის შემდეგ მისი ხელახალი ზრდა გახდება შესაძლებელი.

კომენტარები

ბოლო ამბები