Thumbnail

Audi-მ ინოვაციური ელექტრო სკუტერი წარმოადგინა

  • e-tron Scooter ელექტრო სკუტერის და სკეიტბორდის ჰიბრიდია
  • ელექტრო სკუტერის ღირებულება 2 ათასი ევროა

 e-tron Scooter ელექტრო სკუტერის და სკეიტბორდის ერთგვარ ჰიბრიდს წარმოადგენს. მისი საშუალებით მარტივად შეიძლება მიხვიდეთ სახლიდან ავტობუსის გაჩერებამდე ან მეტროს სადგურამდე. დასაკეცი კონსტრუქცია და შედარებით ნაკლები წონა (e-tron Scooter 12 კილოგრამს იწონის) მომხმარებელს შესაძლებლობას აძლევს ელექტრო სკუტერი მარტივად განათავსოს როგორც საკუთარ ავტომობილში, ასევე საზოგადოებრივ ტრანსპორტში.

ელექტრო სკუტერის მაქსიმალური სიჩქარე 20 კმ/სთ-ია. სკუტერს აქვს რესურსი 20 კილომეტრი გაიაროს. დამუხრუჭების დროს რეკუპერაციის ენერგიის ტექნოლოგიის გამოყენებით ელემენტის დამუხტვა ხდება. ელექტრო სკუტერი ჰიდრავლიკურ მუხრუჭს იყენებს. ხელსაწყო Bluetooth-ს უერთდება, საიდანაც მოძრაობის დროს საჭირო პარამეტრების არჩევაა შესაძლებელი.

მოძრაობის დროს მომხმარებელს შეუძლია სკუტერს მხოლოდ ერთი ხელი მოკიდოს. ელექტრო სკუტერის მართვა კი სკეიტბორდის მსგავსად სხეულის სიმძიმის ცენტრის გადატანით ხდება. ოთხი ბორბალი e-tron Scooter-ის სიმყარეს და კარგ მანევრირებას განაპირობებს. უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე სკუტერს საკუთარი განათებაც აქვს, რაც მას გზაზე გადაადგილების დროს უფრო თვალსაჩინოს გახდის. Audi-ს ელექტრო სკუტერის ღირებულება 2 ათასი ევროა.

კომენტარები

ბოლო ამბები