Thumbnail

კალიფორნიაში Amazon-ის რობოტი კურიერები გამოჩდნენ

  • Amazon Scout-ის რამდენიმე მოდელი კალიფორნიაში უკვე ოპერირებს
  • რობოტი კურიერები მისამართებზე შეკვეთებს სამუშაო დღეებში მიიტანენ

Amazon-ის ქვეითთა გზაზე მოსიარულე ექვსბორბლიანმა კურიერმა რობოტებმა კალიფორნიის მასშტაბით შეკვეთების მისამართებზე დარიგება უკვე დაიწყეს. სიახლის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ბლოგპოსტით გახდა ცნობილი.

Amazon-ის თანახმად, ამ ეტაპზე ოპერირება რობოტების მხოლოდ მცირე ნაწილმა დაიწყო, თუმცა მათი რიცხვის გაზრდა უახლოეს მომავალშია დაგეგმილი. რობოტები მისამართებზე შეკვეთებს ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, დღის საათებში დაარიგებენ. შეკვეთა რობოტი კურიერისგან შესაძლოა კალიფორნიის მასშტაბით Amazon-ის ნებისმიერ მომხმარებელს მიუვიდეს, მიუხედავად იმისა, მიწოდების რომელი მეთოდი ჰქონდა მითითებული. 

საწყის ეტაპზე კურიერ რობოტს თან Amazon-ის წარმომადგენელი ახლავს, რომელიც სამუშაო პროცესში ჩანაწერებს აკეთებს და მოსახლეობას რობოტის სპეციფიკურობის შესახებ ინფორმაციას აცნობს. გარდა ამისა, რობოტის თანმხლები პირი ადამიანების რეაქციას და რობოტისადმი დამოკიდებულებას ინიშნავს. Amazon-ის მიზანია, ამ გზით მიტანის ახალი სერვისი მოსახლეობისთვის უფრო მოსახერხებელი გახადოს.

ნახეთ ვიდეო:

კომენტარები

ბოლო ამბები