Thumbnail

ტეხასის გზებზე თვითმავალი სატვირთო ავტომობილები მოძრაობენ

  • კომპანია Kodiak-ს თვითმავალი ტრანსპორტით ტვირთები გადააქვს
  • თვითმავალ სატვირთო ავტომობილში დაზღვევის მიზნით მძღოლი იმყოფება

კომპანია Kodiak Robotics-მა ტეხასის შტატის ტერიტორიაზე თვითმავალი ტრანსპორტით კომერციული ტვირთების გადატანა დაიწყო. ჯერჯერობით სტარტაპი არ ავრცელებს ინფორმაციას თუ რამდენი სატვირთო ავტომობილია ჩართული ტვირთების გადაზიდვაში. ასევე უცნობია დამკვეთი კომპანიის სახელწოდება. ტრანსპორტი სრულად ავტონომიურად იმოძრავებს, მაგრამ დაზღვევის მიზნით ავტომობილში მძღოლი მაინც იმყოფება. 

Kodiak სატვირთო ავტომობილ Peterbilt 579 იყენებს, რომელიც სტარტაპის მიერ შექმნილი ავტოპილოტის სისტემით არის აღჭურვილი. კომპანიას უკვე გააჩნია რვა ავტომობილი, თუმცა უახლოეს პერიოდში მისი სატრანსპორტო პარკი კიდევ გაიზრდება. Kodiak Robotics ახალი და შედარებით ნაკლებად ცნობილი სტარტაპია, რომელიც 2018 წელს დონ ბერნეტმა და პაზ ეშელმა დააარსეს. ბერნეტი მანამდე Google-ის ავტონომიური ავტომობილის პროექტზე, შემდეგ კი კომპანია Uber-ში მუშაობდა. 

აღსანიშნავია, რომ ტეხასის შტატში Kodiak-ის პარალელურად თვითმავალი სატვირთო ავტომობილების გამოცდას რამდენიმე კომპანია აწარმოებს. ამის მიზეზი ისიცაა, რომ  შტატის ხელისუფლება მსგავს ინოვაციურ პროექტებს დიდ მხარდაჭერას უცხადებს.

კომენტარები

ბოლო ამბები