Thumbnail

ახალი ჰორმონალური ინექცია ჭარბწონიანობის პრობლემას მოაგვარებს

  • ინექცია ჭარბწონიანი და დიაბეტის მქონე პაციენტების გლუკოზის დონეს დაარეგულირებს
  • ჰორმონალური თერაპია შედეგს 4 კვირაში იძლევა

ჭარბწონიანობასთან ბრძოლის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი კუჭის ბარიატრიული ოპერაციაა, თუმცა პაციენტთა ნაწილი პროცედურასთან დაკავშირებული გვერდითი მოვლენების გამო მასზე უარს ამბობს. ლონდონის იმპერიული კოლეჯის მკვლევარების თანახმად, ბარიატრიის ეფექტიანობა სამი ჰორმონის - GLP-1-ის, Oxyntomodulin-ის და პეპტიდების  ჭარბად გამომუშავებასთან არის დაკავშირებული. GOP ჰორმონების კომბინაცია ამცირებს მადას, ხელს უწყობს წონის კლებას და ორგანიზმის მიერ გლუკოზის ათვისებას უწყობს ხელს.

კვლევის ფარგლები მეცნიერებმა გამოსცადეს, თუ რამდენად იმოქმედებდა GOP ჰორმონების ინექცია ოპერაციის გარეშე პაციენტების წონასა და სისხლში შაქრის დონეზე. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ პაციენტებმა ოთხი კვირის განმავლობაში საშუალოდ 4.4 კილო დაიკლეს. მკვლევარების თანახმად, კვლევის ფარგლებში ჰორმონალური ინექციის გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.

“ჭარბწონიანობამ და მე-2 ტიპის დიაბეტმა შესაძლოა პაციენტის სიცოცხლეს საფრთხე შეუქმნას და გარკვეულ შემთხვევებში კიბო და გულის დაავადებებიც კი გამოიწვიოს, ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, შეიქმნას მეთოდი, რომელიც ადამიანების სიცოცხლის შენარჩუნებაში დაგვეხმარება. ჰორმონალური ინექციის მეთოდი სხვა სამკურნალო მეთოდებისგან განსხვავებით არაინვაზიურია და შედეგს 4 კვირის ფარგლებში იძლევა.” - ტრიცია ტენი, ლონდონის იმპერიული კოლეჯის მკვლევარი

მიუხედავად იმისა, რომ კუჭის ბარიატრიით პაციენტები უფრო მცირე დროში იკლებენ წონაში, ჰორმონალური თერაპიის უპირატესობა ოპერაციასთან შედარებით გვერდითი მოვლენების ნაკლებობაა. ამ დროისთვის კვლევა საწყის ეტაპზეა. მისი წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ექიმებს ჭარბწონიანობასთან ბრძოლა საგრძნობლად გაუმარტივდებათ.

კომენტარები

ბოლო ამბები