Thumbnail
  • ინტერნეტში ავტოპილოტის პროგრამა Enhanced Summon-ის მუშაობის ვიდეო განათავსეს
  • ავტომობილი პარკირების ადგილზე მძღოლის ჩარევის გარეშე მოძრაობს

Enhanced Summon არის პროგრამა, რომელიც პარკირებისას Tesla-ს ავტოპილოტის შესაძლებლობებს აჩვენებს. ავტომობილი პარკირების ადგილზე მძღოლის ჩარევის გარეშე მოძრაობს. მძღოლს შეუძლია ტრანსპორტიდან გადმოვიდეს, გარკვეულ დისტანციაზე დადგეს და აპლიკაციის საშუალებით ელექტრომობილს მოძრაობის დირექტივა მისცეს. სედან Model 3-ის ერთ-ერთმა მფლობელმა ინტერნეტში განათავსა Enhanced Summon-ის პროგრამით ავტომობილის ტესტირების ვიდეო.

ვიდეოში Enhanced Summon-ის პროგრამის ოთხი ვერსიაა წარმოდგენილი. პირველ ვერსიას არაერთი ხარვეზი ჰქონდა: პროგრამის აქტივაცია გვიანდებოდა და თავად ავტომობილიც ნელა მოძრაობდა. პროგრამის მეოთხე ვერსია გაცილებით სწრაფია. თავად  ილონ მასკი აღიარებს, რომ ეს ვერსია “აღარ არის ისეთივე წარუმატებელი”, როგორც წინამდებარე ვერსიები. 

მიუხედავად იმისა, რომ მძღოლის გარეშე მოძრავი ავტომობილის დანახვა უკვე თავისთავად შთამბეჭდავია, Enhanced Summon-ის ბოლო ვერსიაც შორს არის იდეალურისგან. მაგალითად, პარკირების ადგილზე გადაადგილების დროს ავტომობილი არ ცდილობს მარჯვენა მხარეს იმოძრაოს. საკმაოდ მარტივი, 90 გრადუსიანი მოხვევის შესასრულებლად ელექტრომობილს სამი ცდა სჭირდება. ილონ მასკის განცხადებით, პროგრამის დახვეწა გრძელდება და უახლოეს მომავალში Tesla-ს ავტომობილების მფლობელები Enhanced Summon-ის სრულყოფილი ვერსიით ისარგებლებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები