Thumbnail

ვიდეო: SpaceX-ის რაკეტის ჩამოვარდნილი ნაწილი გიგანტური ბადით დაიჭირეს

  • ვიდეო Twitter-ზე ელონ მასკმა გაავრცელა
  • რაკეტის ნაწილი ატმოსფეროს დატოვების შემდეგ კვლავ დედამიწაზე ეშვება

გუშინ SpaceX-მა რაკეტა Falcon 9 Cape Canaveral-იდან წარმატებით გაუშვა, დღეს კი კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა, ელონ მასკმა გამოაქვეყნა ვიდეო, რომელშიც ნაჩვენებია თუ როგორ იჭერს გიგანტური ბადით რაკეტის ნაწილს ოკეანეში გემი. ეს კომპანიისთვის დიდი წარმატებაა, რადგან სამომავლოდ აღნიშნულ ნაწილს სხვა რაკეტებისთვის გამოიყენებენ.

რაკეტის ნაწილი, რომელიც ატმოსფეროს დატოვების შემდეგ ნახევრად იყოფა და დედამიწაზე ვარდება, გაშვების დროს მის დასაცავად გამოიყენება. Space X-ი გეგმავს კვლავ დაიჭიროს რაკეტის ნაწილები, რომელიც ატლანტის ოკეანის მიმართულებით გამოემართება. კომპანია ამისათვის საცდელ სამუშაოებს აქტიურად ატარებს. ელონ მასკის თანახმად, ოკეანეში ჩავარდნილი თითოეული ნაწილი კომპანიის 6 მილიონ დოლარიან ზარალს გულისხმობს. 

Space X-ის კონკურენტი კომპანია Rocket Lab აპირებს, საკუთარი რაკეტების ნაწილები საჰაერო აპარატების დახმარებით დაიჭიროს, თუმცა კომპანიას ეს გეგმა ამ დრომდე არ განუხორციელებია. 

კომენტარები

ბოლო ამბები