Thumbnail

Space X-ის მსგავსად Rocket Lab რაკეტას ხელმეორედ გამოიყენებს

  • Rocket Lab ხელმეორედ Electron-ის რაკეტის პირველ საფეხურს გამოიყენებს
  • კონსტრუქციას ჰაერში ვერტმფრენი დაიჭერს

კომპანია Rocket Lab-მა გადაწყვიტა Space X-ის ინოვაციური მიდგომა გამოიყენოს. ილონ მასკის კომპანია ჯერჯერობით ერთადერთია, ვინც რაკეტა მატარებლის პირველ საფეხურს უკან აბრუნებს და ხელმეორედ იყენებს. Rocket Lab ანალოგიური შედეგის მიღწევას მცირე ზომის რაკეტა მატარებელ Electron-ის გაშვების დროს აპირებს. უახლოეს რამდენიმე თვეში რაკეტის კონსტრუქციის მოდიფიკაცია იგეგმება იმისათვის, რომ მან ატმოსფეროში შესვლა განმეორებით შეძლოს.

Rocket Lab-ის საბოლოო მიზანი რაკეტისგან გამოყოფილი პირველი საფეხურის ჰაერში დაჭერა, აღდგენა და ხელახლა გაშვებაა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის პიტერ ბეკის განცხადებით, ეს მიდგომა საჭიროა არა იმდენად ფინანსური ეკონომიის, არამედ კოსმოსში გაშვებული რაკეტების რაოდენობის გაზრდის გამო. რაკეტა Electron-ის აწყობას 30 დღე სჭირდება. თუ კომპანია პირველი საფეხურის დაბრუნებას და გამოყენებას მოახერხებს, რაკეტის დამზადება ერთ კვირაშიც კი იქნება შესაძლებელი.

16 აგვისტოს კომპანია კოსმოსში გაუშვებს რაკეტას, რომლის მონაცემების გაანალიზების შემდეგ რაკეტა მატარებლის პირველი საფეხურის მოდერნიზება დაიწყება. Electron-ის ხელახლა გამოყენება უკვე წლის ბოლოსთვის იქნება შესაძლებელი. პარაშუტით აღჭურვილ კონსტრუქციას ოკეანეში ჩავარდნამდე  ჰაერში ვერტმფრენი დაიჭერს. . 

 

კომენტარები

ბოლო ამბები