Thumbnail

Toyota ჰუმანოიდი რობოტების გამოშვებას გეგმავს

  • ავტომწარმოებელი რობოტებს კომპანია Preferred Networks-თან ერთად ააწყობს
  • ჰუმანოიდ რობოტებს სხვადასხვა სფეროში მუშაობისთვის გამოიყენებენ

იაპონური ავტოკონცერნი Toyota კომპანია Preferred Networks-თან  ერთად ახალი თაობის რობოტების შექმნაზე მუშაობს. ჰუმანოიდ რობოტებს მრავალმხრივი დანიშნულება ექნებათ. მათ დაასაქმებენ წარმოებაში, საწყობში, მაღაზიებში და საავადმყოფოებში. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა სახლის პირობებისათვის ეფექტური თანამედროვე რობოტის შექმნაა. 

Toyota-ში აღნიშნავენ, რომ სახლში და სამუშაო გარემოში რობოტების ინტეგრირებისათვის ჯერ კიდევ არაერთი ბარიერია გადასალახი. პირველ ეტაპზე იმ რობოტების გამოცდა იგეგმება, რომლებიც ხანდაზმული ადამიანების კომპანიონები არიან.  Human Support Robots უკვე გამოიყენება იაპონიის საავადამყოფოებში და სარეაბილიტაციო ცენტრებში. თუმცა Toyota Preferred Networks-ის ტექნოლოგიით ამ რობოტების მუშაობის ეფექტურობის გაზრდას შეეცდება. 

Toyota-სთან მუშაობა დიდ შედეგს მოიტანს. შევეცდებით დავაჩქაროთ იმ ფუნქციის შემუშავება, რომელიც რობოტს ადამიანებთან ნაყოფიერად მუშაობის საშუალებას მისცემს. ჩვენი მიზანია ავაწყოთ რობოტი, რომელიც სრულად იქნება ინტეგრირებული სამუშაო გარემოში - ტორუ ნიშიკავა, Preferred Networks-ის ხელმძღვანელი.

Toyota-ს რობოტები 2020 წელს ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზეც გამოჩნდებიან, სადაც მათი ფუნქცია შეზღუდული შესაძლებლობების პირების დახმარება იქნება. 

კომენტარები

ბოლო ამბები