Thumbnail

Ralme 64 მეგაპიქსელიანი კამერის მქონე სმარტფონს გამოუშვებს

  • სმარტფონის კამერა სავარაუდოდ Samsung-ის სენსორით იქნება აღჭურვილი
  • 64MP-იანი კამერის მქონე სმარტფონი ამ დროისთვის ბაზარზე არ არსებობს

Realme გეგმავს იყოს პირველი კომპანია, რომელიც 64 მეგაპიქსელიანი კამერის მქონე სმარტფონს გამოუშვებს. კომპანიას სმარტფონის კონკრეტული მოდელი ამ დრომდე არ წარუდგენია, თუმცა როგორც Realme-ს მიერ გავრცელებული ფოტოდან გახდა ცნობილი, ის 4 კამერით იქნება აღჭურვილი, მათ შორის ფართო ხედის კამერით და 64 მეგაპიქსელიანი მთავარი კამერით, რომელიც ფოტოების გადასაღებად სავარაუდოდ Samsung-ის ISOCELL Bright GW1 სენსორს გამოიყენებს.

მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე ცნობილი არ არის დეტალური ინფორმაცია სმარტფონის შესახებ, Realme-მ მისი კამერით გადაღებული ფოტოები სრული რეზოლუციით უკვე გაასაჯაროვა. ფოტოების რეზოლუციის აღქმა ლინკზე გადასვლით და მათი მიახლოვებითაა შესაძლებელი.

ფოტო სრული რეზოლუციით

ფოტო სრული რეზოლუციით

Samsung-ის Bright GW1 კამერის სენსორი ოთხ 16 მეგაპიქსელიან გამოსახულებას ერთმანეთთან აერთიანებს, ისევე როგორც 48 მეგაპიქსელიანი კამერები აერთიანებს 12 მეგაპიქსელიან გამოსახულებებს. ახალი სენსორი სრული რეზოლუციის 64 მეგაპიქსელიანი გამოსახულებისთვის ფერების ფილტრს შუქის შესაბამისად ავტომატურად გარდაქმნის.

Realme არ იქნება ერთადერთი კომპანია, რომელიც 64 მეგაპიქსელიანი კამერით აღჭურვილ სმარტფონს გამოუშვებს - ამავე ფუნქციის მოწყობილობის გამოშვება Xiaomi-მაც დააანონა, თუმცა ინფორმაცია მისი მახასიათებლებისა და გამოსვლის თარიღის შესახებ ამ დროისთვის უცნობია. 

ასევე ნახეთ: სამსუნგი კამერის 64 მეგაპიქსელიან სენსორს შექმნის

კომენტარები

ბოლო ამბები