Thumbnail
  • სასტუმროს თითოეული სართული ცალ-ცალკე მზადდება
  • მოდულური სასტუმრო მშენებლობის ხარჯებს მესამედით შეამცირებს

კომპანია Marriott ნიუ იორკში 26 სართულიან სასტუმროს აშენებს. მასშტაბური ნაგებობის აგებას მხოლოდ 90 დღე დასჭირდება, რადგან შენობა საკმაოდ უჩვეულოა და მას სტანდარტულად არ აშენებენ. Marriott-ის სასტუმრო მოდულური ნაგებობა იქნება. თითოეული სართული ინდივიდუალურად, ცალ-ცალკე მზადდება და შემდეგ მათ ერთად ააწყობენ. 

მოდულური სასტუმროს სართულებს პოლონეთში ამზადებენ და შემდეგ შეერთებულ შტატებში გადაიტანენ. აღსანიშნავია, რომ მოდულებს ნიუ იორკში ფაქტობრივად დასრულებული სახით ჩაიტანენ. ნომრებში იქნება ავეჯი, განათება, ასევე დამონტაჟებულია სანტექნიკა. პარალელურად ნიუ იორკში სასტუმროს ფუნდამენტი მზადდება. მშენებლობის უჩვეულო მეთოდიდან გამომდინარე ხარჯები მნიშვნელოვნად შემცირდება. 26 სართულიანი სასტუმროს მშენებლობა 100 მილიონის ნაცვლად 70 მილიონი დოლარი დაჯდება.

Marriott-ში იმედი აქვთ, რომ მოდულური სასტუმრო ნიუ იორკის ცნობადი შენობების რიცხვში შევა და ინოვაციური მშენებლობის მეთოდს მომავალში უკვე  სხვა კომპანიებიც გამოიყენებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები