Thumbnail

Google Maps გაფართოებული რეალობით უკვე ხელმისაწვდომია

  • სერვისით სარგებლობა შესაძლებელია iOS-ის და Android-ის ყველა სმარტფონით, რომლებსაც AR ფუნქცია აქვთ
  • Google Maps-ის გაფართოებული რეალობა კომპანიამ ჯერ კიდევ 2018 წელს წარადგინა

Google Maps-ის გაფართოებული რეალობის ფუნქციის პრეზენტაცია ჯერ კიდევ 2018 წელს მოხდა. უკვე ამ წლის დასაწყისში კომპანიამ ჟურნალისტებს წარუდგინა  Google Pixel 3 XL-ის სმარტფონი, რომელსაც ეს პროგრამა გააჩნდა. თუმცა მაშინ ამ ფუნქციით სარგებლობა მოხმარებელთა ვიწრო წრეს შეეძლო. უკვე დღეიდან პროგრამით შესაძლებელია ნებისმიერი სმარტფონის მფლობელებმა ისარგებლოს.ამ შემთხვევაში  iOS-ის მფლობელებს ARKit-ის, Android-ის მფლობელებს კი ARCore-ის მხარდაჭერა სჭირდებათ. 

სმარტფონის მფლობელმა თანმიმდევრობით უნდა დააჭიროს Directions-ს, Walking-ს და Live View-ს. ფუნქცია Live View არ გულისხმობს, რომ ტელეფონი მუდმივად ჰორიზონტალურად უნდა გეჭიროთ, რადგან ის ადვილად ახერხებს მოძრაობის დროს უცნობ ადგილას ორიენტირებას ვირტუალური მაჩვენებლების საშუალებით.

ახალი AR რეჟიმი Google-ის ნავიგაციის სერვისის განახლების ერთი ნაწილია. კომპანიის ჩანაფიქრით, მომხმარებელს უნდა შეეძლოს მოგზაურობის მარტივად დაგეგმვა, რაც ავიაბილეთების და სასტუმროების დაჯავშნასაც გულისხმობს. 

კომენტარები

ბოლო ამბები