Thumbnail

Blackmagic-მა 6K კომპაქტური კინემატოგრაფიული კამერა წარადგინა

  • Pocket Cinema Camera 6K უკვე გაყიდვაშია
  • კამერა 2,495 დოლარი ღირს 

Blackmagic Design-მა ახალი კომპაქტური კინემატოგრაფიული კამერა, Pocket Cinema Camera 6K წარადგინა. ვიზუალურად კამერა მის წინამორბედს, Pocket Cinema Camera 4K-ს ჰგავს, თუმცა განსხვავებულია ახალი კამერის სენსორი, რომელიც Super 35 ფორმატში, 6144 x 3456 რეზოლუციით იღებს.


Super 35 ფორმატი დაბალ განათებაშიც ხარისხიან გამოსახულებას უზრუნველყოფს და კამერას ფოკუსის სიღრმის უკეთესად გაკონტროლების შესაძლებლობას აძლევს. Blackmagic-ის თანახმად, ახალი 6K კამერა Canon-ის EF lens mount-ით არის აღჭურვილი და მას 13 საფეხურიანი დინამიკური დიაპაზონი აქვს.

კომპაქტურ კამერასთან შესაძლებელია როგორც mini XLR-ის, ასევე სრული ზომის HDMI-ის, USB-C-ს, DC დამტენის, ყურსასმენების და მიკროფონის დაკავშირება. Pocket Cinema Camera 6K 4K მოდელის ანალოგიური სენსორული ეკრანით არის აღჭურვილი. კამერა 50 Fps-მდე 6144 x 3456 რეზოლუციით, 16:9 ფორმატში, 60 Fps-მდე 6144 x 2560 2.4:1-ში, 120 Fps-მდე კი 2.8K 2868 x1512 17:9 ფორმატში იღებს.

Pocket Cinema Camera 6K უკვე ხელმისაწვდომია. კამერის ღირებულება 2,495 დოლარია, რაც 4K მოდელის ფასზე ორჯერ მეტია. 
 

კომენტარები

ბოლო ამბები