Thumbnail

ხელოვნურ ინტელექტს ბრიტანეთის ჯანდაცვის სისტემაში გამოიყენებენ

  • ბრიტანეთის მთავრობა ჯანდაცვის სექტორისთვის ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიას აფუძნებს
  • გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა მიიღო

ჯანდაცვის ეროვნული სისტემისთვის ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორიის დაფუძნების გადაწყვეტილება დიდი ბრიტანეთის ახალმა პრემიერ მინისტრმა ბორის ჯონსონმა მიიღო. ლაბორატორია ქვეყნის ჯანდაცვის გაციფრულების პროგრამის ნაწილია. ახალმა ლაბორატორიამ უნდა გააერთიანოს მეცნიერები და სხვადასხვა ტექნოლოგიური კომპანიების წარმომადგენლები იმისათვის, რომ ჯანდაცვის სექტორის წინაშე მდგარი პრობლემების გადაჭრა მოხერხდეს.

ჩვენ ვდგავართ სამედიცინო ტექნილოგიების რევოლუციის ზღვარზე. ამ ფაქტმა შეიძლება ჯანდაცვის სფერო რადიკალურად შეცვალოს. ეს ლაბორატორია უნდა გახდეს მსოფლიო ლიდერი ხელოვნური ინტელექტის და გენეტიკის პრაქტიკაში გამოყენების თვალსაზრისით - მეტ ჰენკოკი, დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრი.

ხელოვნური ინტელექტის ლაბორატორია რამდენიმე ძირითადი მიმართულებით იმუშავებს, მათ შორის პრიორიტეტულია ონკოლოგია და გულ-სისხლძარღვთა დაავადებები. ლაბორატორია ექიმებს უნდა დაეხმაროს პაციენტებისთვის საჭირო პროცედურების და მედიკამენტების სწრაფად დანიშვნაში. ხელოვნური ინტელექტი ასევე შეაფასებს დაავადების მკურნალობის შემდეგ სხვადასხვა გართულებების საფრთხეს. 

კომენტარები

ბოლო ამბები