Thumbnail

მკვლევარება ამ დრომდე დაფიქსირებული ყველაზე დიდი შავი ხვრელი აღმოაჩინეს

  • ახალაღმოჩენილი შავი ხვრელის მასა მზის მასას 40 მილიარდჯერ აღემატება
  • მკვლევარების თანახმად, სამომავლოდ კიდევ უფრო დიდი ზომის შავი ხვრელების დაფიქსირება გახდება შესაძლებელი

შავი ხვრელების გარშემო მნიშვნელოვანი აღმოჩენები წელს მისი ფოტოზე დაფიქსირებით არ დასრულებულა - მაქს პლანკის ინსტიტუტის მკვლევარებმა დედამიწიდან 700 მილიონი სინათლის წელიწადით დაშორებულ Holm 15A გალაქტიკაში ამ დროისთვის ცნობილი ყველაზე დიდი ზომის შავი ხვრელი აღმოაჩინეს, რომელიც ამ დრომდე აღმოჩენილ უდედეს შავ ხვრელზე ორჯერ დიდია. ახლად აღმოჩენილი შავი ხვრელის მასა მზის მასას 40 მილიარდჯერ აღემატება.

მკვლევარების ჯგუფმა შავი ხვრელი Very large Telescope-ის მონაცემების საფუძველზე, ჩილეს ობსერვატორიის მხარდაჭერით დააფიქსირა, რომელიც მკვლევარებს Holm 15A გალაქტიკის უპრეცედენტოდ ზუსტი სტრუქტურის მონახაზის შექმნაში დაეხმარა.

ახალი აღმოჩენა სამყაროს ფორმირების შესახებ სამომავლო კვლევებისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას იძლევა. მიუხედავად ამისა, მკვლევარების თანახმად ეს არ არის სამყაროში ყველაზე დიდი შავი ხვრელი და სამომავლოდ, ტელესკოპების განვითარებასთან ერთადმ ამ მიმართულებით კიდევ არაერთ აღმოჩენას უნდა ველოდოთ.

კომენტარები

ბოლო ამბები