Thumbnail

Samsung-მა სმარტფონებისთვის 108 მეგაპიქსელიანი კამერის სენსორი შექმნა

  • სენსორი Samsung-ის და Xiaomi-ს თანამშრომლობით შეიქმნა
  • ISOCELL Bright HMX 6K რეზოლუციის ვიდეოს იღებს

Samsung-ის 64 მეგაპიქსელიანი კამერის სენსორით გადაღებული პირველის სურათების გავრცელებიდან რამდენიმე დღის შემდეგ კომპანიამ სმარტფონის კამერის ახალი, 108 მეგაპიქსელიანი სენსორის გამოშვება დააანონსა. ISOCELL Bright HMX, რომელიც Xiaomi-სთან თანამშრომლობით შეიქმნა, იქნება პირველი სმარტფონის კამერის სენსორი, რომელიც 100 მეგაპიქსელს გადააჭარბებს. მაღალი რეზოლუციის ფოტოების გარდა, ახალი სენსორით 6K (6016 x 3384) ვიდეოების 30 fps-ით გადაღებაც იქნება შესაძლებელი.

სენსორი Smart-ISO ტექნოლოგიითა აღჭურვილი, რაც გულისხმობს, რომ კამერა სენსორის ISO-ს ავტომატურად დაარეგულირებს როგორც ზედმეტად განათებულ გარემოში, ასევე დაბალ განათებაზე. 

Samsung-ს და Xiaom-ის ამ დრომდე არ დაუანონსებიათ სმარტფონი, რომელიც 108 მეგაპიქსელიანი კამერის სენსორით იქნება აღჭურვილი. გამოცემა Engadget-ის თანახმად, ISOCELL Bright HMX კამერის სტანდარტულ სენსორებთან შედარებით დიდი ზომისაა, რის გამოც ის გარკვეულ სმარტფონებთან თავსებადი არ იქნება. 

სენსორის მასობრივი წარმოების დაწყება მიმდინარე თვის ბოლოდან იგეგმება, 108 მეგაპიქსელიანი კამერით აღჭურვილი სმარტფონების გამოსვლას კი სავარაუდოდ წლის ბოლომდე უნდა ველოდოთ.
 

კომენტარები

ბოლო ამბები