Thumbnail

ჩინეთში ციფრული ვალუტა ამოქმედდება

  • ციფრული ვალუტა ასამოქმედებლად უკვე მზად არის
  • ჩინეთის ცენტრალური ბანკის თანახმად, ახალ ვალუტას კრიპტოვალუტებთან კავშირი არ ექნება

ჩინეთის ცენტრალური ბანკის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყანაში უახლოეს მომავალში ციფრული ვალუტა ამოქმედდება. ცენტრალური ბანკი ახალი ვალუტის შექმნაზე ხუთი წლის განმავლობაში მუშაობდა. ბანკის წარმომადგენლის თანახმად, ახალ ციფრულ ვალუტას კრიპტოვალუტებთან კავშირი არ აქვს და მისი სტრუქტურა უფრო კომპლექსურია.

ახალი ვალუტის ოპერირებას ჩინეთის ცენტრალური ბანკი კომერციულ ბანკებთან თანამშრომლობით მოახდენს. ციფრული ვალუტის ამოქმედების ზუსტი თარიღი ამ დროისთვის უცნობია, თუმცა, ცენტრალური ბანკის თანახმად, ვალუტა მიმოქცევისთვის უკვე სრულად მზად არის.

ჩინეთში კრიპტოვალუტის ბაზარი და მისი გაცვლითი ოპერაციების განხორციელება 2017 წლიდან შეიზღუდა. ამკრძალავი რეგულაციების მიზეზად ქვეყანაში არსებული კაპიტალის გადინების შეჩერების მცდელობა დასახელდა. ახალი ციფრული ვალუტის შექმნით ჩინეთი სავალუტო სისტემის დასტაბილურებას ცდილობს.

კომენტარები

ბოლო ამბები