Thumbnail

Tesla-ს მფლობელმა მანქანის გასაღების ჩიპის იმპლანტი მხარში ჩაისვა

  • იუთუბერმა Model 3-ის გასაღები მკლავში ჩაისვა
  • Amie DD-მ მიკროჩიპი იმპლანტაციამდე ბიოპოლიმერიულად შეფუთა

Tesla-ს Model 3 ტრადიციული გასაღებით არ არის აღჭურვილი - მისი გაღება მობილური აპლიკაციით, დისტანციური პულტით ან სპეციალური ბარათითაა შესაძლებელი. ელექტრომობილის ერთ-ერთმა მფლობელმა, იუთუბერმა Amie DD-მ მანქანის “მარტივად გასაღებად” მისი გასაღები ბარათის RFID მიკროჩიპი იმპლანტის სახით მხარში ჩაისვა.

პროფესიით პროგრამისტი Amie DD განმარტავს, რომ წლების წინ მან სახლის გასაღები ჩიპის იმპლანტიც ჩაისვა მკლავში, Tesla-ს ელექტრომობილის შეძენის დროს კი გააანალიზა, რომ მსგავსი მეთოდი მანქანის გასაღებადაც იმუშავებდა. ამისათვის მან გასაღები ბარათი აცეტონის გამოყენებით დაშალა, მისგან ამოღებული ჩიპი კი იმპლანტაციამდე ბიოპოლიმერში შეფუთა. იმპლანტის მხარში ჩასმის პროცესის შესახებ იუთუბერმა საკუთარ არხზე გამოქვეყნებულ ვიდეოში ისაუბრა.

მიუხედავად იმისა, რომ ვიდეოებში არ არის ნაჩვენები, თუ როგორ იღება მანქანა მკლავში ჩასმული გასაღების ჩიპით, AmieDD-ს თანახმად ჩიპი წარმატებით მუშაობს, თუმცა ისურვებდა, გასაღებს ფუნქციონირება უფრო შორი დისტანციიდანაც შეეძლოს.

კომენტარები

ბოლო ამბები