Thumbnail

Instagram-ის სახის ფილტრის შექმნა უკვე ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია

  • Instagram-ის Story-ს ეფექტების შესაქმნელი პლატფორმა ყველა მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი გახდა
  • არტისტები თავიანთი ნამუშევრების გამოქვეყნებას საკუთარ პროფილზე შეძლებენ

Instagram-ის გაფართოებული რეალობის (AR) ეფექტების შესაქმნელ პროგრამა Spark AR-ის გამოყენებით Instagram-ის Story-სთვის სახის ფილტრების შექმნა უკვე ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია. ამ დრომდე პლატფორმით სარგებლობა მხოლოდ ინსტაგრამის მიერ ავტორიზებულ არტისტებს შეეძლოთ.

ფილტრების შემქმნელი არტისტები თავიანთი ნამუშევრების გამოქვეყნებას საკუთარ ინსტაგრამის პროფილზე, ფილტრების განყოფილებაში შეძლებენ. გარდა ამისა, პლატფორმას დაემატა ეფექტების ძიების ფუნქცია - “Browse Effects”, რომელშიც ყველა ფილტრი კატეგორიების მიხედვითაა გაერთიანებული.

AR ეფექტების ბეტა ვერსია Instagram-ის Story-ს 2018 წლის მაისში დაემატა, განსაკუთრებული პოპულარობა კი ფილტრებმა გასული წლის ოქტომბრიდან მოიპოვა, მას შემდეგ, რაც ფუნქცია ოფიციალურად ამოქმედდა. Facebook-ის თანახმად, Instagram-ის სახის ფილტრების ფუნქციით ამ დრომდე 1 მილიარდზე მეტმა მომხმარებელმა ისარგებლა.

კომენტარები

ბოლო ამბები