Thumbnail

Facebook-ს შესაძლოა ახალი ამბების განყოფილება დაემატოს

  • სიახლის მიზანი სანდო ინფორმაციის ერთ სივრცეში გაერთიანებაა
  • ახალი ამბების განყოფილება აპლიკაციაში განცალკევებულად იქნება მოცემული

Facebook-ს შესაძლოა უახლოეს მომავალში ახალი ამბების განყოფილება დაემატოს. ინფორმაციას The Wall Street Journal ავრცელებს. ახალი განყოფილება, რომელიც Newsfeed-ისგან გამიჯნული იქნება, სხვადასხვა გამომცემების მიერ გამოქვეყნებულ ახალ ამბებს გააერთიანებს, რაც ყალბი ახალი ამბების გავრცელების საფრთხეს შეამცირებს. 

The Wall Street Journal-ის თანახმად, Facebook-ისგან თანამშრომლობის შემოთავაზება უკვე არაერთმა გამოცემამ, მათ შორის ABC News-მა,The Washington Post-მა და Bloomberg-მა მიიღო. გავრცელებული ინფორმაციით, Facebook-ი გამოცემებს სალიცენზიო კონტრაქტისთვის 3 მილიონ დოლარს სთავაზობს.

ახალი ამბების განყოფილების შესახებ დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია - Facebook-ს სიახლე ოფიციალურად ამ დრომდე არ დაუანონსებია. 

კომენტარები

ბოლო ამბები