Thumbnail

GoPro Hero 8-ს და Max 360-ის ფოტოები ინტერნეტში გავრცელდა

  • GoPro Hero 8 სავარაუდოდ სექტემბერში დაანონსდება
  • Hero 8 ახალ აქსესუარებთან იქნება თავსებადი

ვებგვერდმა Photorumors.com Action კამერების, GoPro Hero 8-ს და GoPro Max 360-ის ფოტოები გაავრცელა. ვებგვერდის თანახმად, GoPro ახალ Hero 8-ს ოფიციალურად სექტემბერში წარადგეს.

ფოტოებიდან ჩანს, რომ კამერა წინამორბედი მოდელებისგან განსხვავებულ აქსესუარებთან, მათ შორის გარე მიკროფონთან და LED განათებასთან იქნება თავსებადი. კამერა დამატებითი ეკრანითაც იქნება აღჭურვილი. გავრცელებული ინფორმაციით, GoPro Hero-ს ახალი მოდელი 4K ვიდეოს 120 fps-ით, Full HD ვიდეოს კი 480 fps-ით გადაიღებს.

Photo Rumors-ის თანახმად, იაპონიის კომუნიკაციების სამინისტრომ და აშშ-ის ფედერალური კომუნიკაციების კომისიამ ახალი GoPro Max უკვე დაარეგისტრირა. Max 360 GoPro-ს 2017 წელს გამოშვებული Fusion 360-ის შემდეგ კომპანიის პირველი 360 გრადუსიანი კამერაა.  Max 360-ის ტექნიკური მონაცემების შესახებ  დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.

შეესაბამება თუ არა Photo Rumors-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს, მხოლოდ GoPro-ს ოფიციალური განცხადების შემდეგ გახდება ცნობილი, თუმცა გამოცემას ამ დრომდე მოწყობილობების ტექნიკური მახასიათებლების შესახებ ზუსტი ინფორმაცია მათ ოფიციალურ წარდგენამდე არაერთხელ გაუვრცელებია.

კომენტარები

ბოლო ამბები